შინაარსზე გადასვლა

ვოლიუბილისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლიუბილისის არქეოლოგიური არეალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 34°04′16″ ჩ. გ. 5°33′13″ დ. გ. / 34.07111° ჩ. გ. 5.55361° დ. გ. / 34.07111; -5.55361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 836
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 836
ინგლ.რუს.ფრ.

ვოლიუბილისი — ყველაზე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რომაული ქალაქი. მისი ნანგრევები ამჟამად თანამედროვე მაროკოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ ფესისა და რაბატის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ვოლიუბილისის დაარსების ზუსტი დრო ნისლითაა მოცული. ამ ტერიტორიაზე დასახლებები ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან არსებობს. ძვ. წ. III საუკუნეში ამ არეალს კართაგენელები განაგებდნენ. ამის შემდეგ ვოლიუბილისი ელინისტური კულტურის ცენტრი ხდება მავრიტანიის სამეფოში, რომელსაც იუბა II მართავდა.

ქალაქის სახელი ლათინურად „სიუხვეს" ნიშნავს, რაც მისი ნიადაგის ნაყოფიერებიდან მომდინარეობს. ძირითდი სამშენებლო სამუშაოები II საუკუნეში დაიწყო. ამ დროს აშენდა ფორუმი, ბაზილიკა და აკვედუკი. 277 წელს მიეკუთვნება დღეისათვის კარგად შემონახული ტრიუმფალური თაღი, რომელიც კარაკალის ედქიტის სადიდებლად აიგო. ქალაქის ამის შემდგომი ისტორია უძველეს ავტორებს მწირად აქვთ გაშუქებული.

1915 წელს ფრანგმა არქეოლოგებმა ნაქალაქარის გათხრა დაიწყეს, რომელმაც XXI საუკუნის დასაწყისამდე გასტანა. სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ უძველესი ქალაქი მიწისძვრას დაუნგრევია. დაზიანებული აკვედუკი გამოუსადეგარი გახდა, ამიტომ მოსახლეობამ გადასახლება დაბლა, მდინარესთან დაიწყო. 788 წელს ამ ადგილას იდრისების დინასტიის შთამომავალი, იდრის იბნ აბდალაჰი მოვიდა, რომელმაც რეზიდენციისათვის ვოლიუბილისი აირჩია.

უძველესი ქალაქის ადგილას მდებარე არაბული სოფელი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის დროს, რომლის შემდეგაც ის საბოლოოდ მიტოვებულ იქნა. მოსახლეობა ახლომდებარე ქალაქ მულაი-იდრისში გადასახლდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: