ელ-სუვაირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეს-სუვეირა)
ქალაქი
ელ-სუვაირა
الصويرة‎‎
გერბი

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 31°30′47″ ჩ. გ. 9°46′11″ დ. გ. / 31.51306° ჩ. გ. 9.76972° დ. გ. / 31.51306; -9.76972
მაიორი Asma Chaabi
ფართობი 90 კმ²
ცენტრის სიმაღლე 11±1 მეტრი
მოსახლეობა 70 000 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC0, ზაფხულში UTC+1
ოფიციალური საიტი https://communeessaouira.ma/ar
ელ-სუვაირა — მაროკო
ელ-სუვაირა

ელ-სუვაირა, (არაბ. الصويرة) — საპორტო ქალაქი მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. XVI საუკუნიდან ცნობილი იყო პორტუგალიური სახელით მოგადორი. მდებარეობს ქალაქ აგადირიდან 170 კმ-ით ჩრდილოეთით და მარაქეშიდან 170 კმ-ით დასავლეთით.

არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა პრეისტორიული ხანიდან. ელ-სუვაირის უბე ნაწილობრივ ჩაკეტილია კუნძულ მოგადორით, რაც ქალაქის ნავსადგურს ძლიერი ზღვის ქარებისგან იცავს.

თევზის სარეწაო ნავსადგური ცნობილი იყო ჯერ კიდევ ფინიკიელებისათვის, ძვ. წ. VII საუკუნეში, ხოლო შემდეგ რომაელებისათვის. თანდათანობოთ, იგი არა მხოლოდ საზღვაო, არამედ საქარავნო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრიც გახდა, რომელიც შემდეგში ზღვის მეკობრეებისთვის ნამდვილ სამოთხედ იქცა.

1506 წელს პორტუგალიელებმა ქალაქის გამაგრება დაიწყეს. 1628 წელს, ციხესიმაგრეების მშენებლობა განაგრძო საადიტების დინასტიის სულთანმა მულაი აბდელმალეკემ. 1765 წელს, სულთანმა მუჰამედ III ბენ აბდალაჰმა ალაიუტების დინასტიიდან, მოგადორის იმ დროის მაროკოს უდიდეს საზღვაო პორტად ქცევა განიზრახა. გეგმა ფრანგმა პატიმარმა შეადგინა.

მომდევნო საუკუნეებში, ქალაქი გაძლიერდა და მნიშვნელოვან სავაჭრო პოსტად იქცა, სანამ 1893 წელს ფრანგები ქალაქ ტომბუქტუს აიღებდნენ, რის შემდეგაც დაიკეტა მრავალი სავაჭრო გზა და მოგადორმა მნიშვნელობა დაკარგა.

1960-1970-იან წლებში ქალაქი ჰიპების „მექა" გახდა.

დღეისათვის, ელ-სუვაირა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა მაროკოელი და ევროპელი ტურისტებისათვის. ქალაქში განვითარებულია კვების (ძირითდად თევზის) და ტყავის მრეწველობა.

2001 წლიდან, ქალაქის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 753
ინგლ.რუს.ფრ.