მექნესი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მექნესი مكناس | |||
| |||
ქვეყანა | მაროკო | ||
კოორდინატები | 33°53′42″ ჩ. გ. 5°33′17″ დ. გ. / 33.89500° ჩ. გ. 5.55472° დ. გ. | ||
მაიორი | Abdellah Bouanou | ||
ფართობი | 370 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 549 მ | ||
მოსახლეობა | 985 000 კაცი (2010) | ||
საფოსტო ინდექსი | 50000 | ||
მექნესი (არაბ. مكناس; ფრანგ. Meknès; ესპ. Mequinez) — ქალაქი ჩრდილოეთ მაროკოში, დედაქალაქ რაბატიდან დაშორებულია 130 კილომეტრით, ხოლო ფესიდან 60 კმ-ით. მულაი ისმაილის მმართველობისას (1672–1727), მექნესი მაროკოს დედაქალაქი იყო, სანამ ის მარაქეშში გადავიდოდა. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 985 000 ადამიანს შეადგენს. ამჟამად ის მექნეს-ტაფილალეტის რეგიონის დედაქალაქია. სახელწოდება მექნესი მომდინარეობს ბერბერული ტომის სახელიდან, რომელსაც შუა საუკუნეების ჩრდილოაფრიკული წყაროების მიხედვით მიკნასა ერქვა.
თავდაპირველი საზოგადოება, რომლის ირგვლივაც მექნესი გავითარდა, იყო VIII საუკუნის კასბაჰი. ბერბერული ტომი მიკნასა, რომელიც სამხრეთ ტუნისის ტერიტორიაზე სახლობდა, აქ IX საუკუნეში გადმოსახლდა და ქალაქმა სწრაფად ზრდა იწყო.
ალმორავიდებმა აქ IX საუკუნეში ციხესიმაგრე დააარსეს. იგი ალმოჰადების გაძლიერებას ეწინააღმდეგებოდა, რომლებმაც ის შემდგომში დაანგრიეს. ამის შემდეგ ციხე უფრო დიდი ზომით, მეჩეთით და გაძლიერებული ფორტიფიკაციით აღდგა. ქალაქმა აყვავება განაგრძო XIV საუკუნეში ვატასიდების დინასტიის დროს. მექნესმა თავის ოქროს ხანას მულაი ისმაილის მმართველობისას მიაღწია, როდესაც ის მაროკოს სულთანატის დედაქალაქი იყო. ისმაილმა ქალაქის ძველ ნაწილში ზღვაში დატყვევებული ქრისტიანი მეზღვაურებისთვის ციხე ააგო. მან ასევე ააშენა სხვა მრავალი ნაგებობა, ბაღები, მუნუმენტური ჭიშკრები, მეჩეთები და გრძელი კედელი, რომლის სიგრძეც 40 კმ იყო.
1996 წელს, მექნესის ისტორიული ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Une page du ministère de la Communication marocain დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine.
- Page sur Meknès dans le site du Patrimoine Mondial de l'Unesco
- Bibliographie sur la ville დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 793 ინგლ. • რუს. • ფრ. |
|