შინაარსზე გადასვლა

მალაიზიის ეროვნული მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეროვნული მუზეუმი
3°08′15″ ჩ. გ. 101°41′14″ ა. გ. / 3.1375806° ჩ. გ. 101.6873889° ა. გ. / 3.1375806; 101.6873889
დაარსდა 31 აგვისტო, 1963
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
მდებარეობა კუალა-ლუმპური
კლასიფიკაცია ეროვნული მუზეუმი
ოფიციალური საიტი muziumnegara.gov.my
Map

მალაიზიის ეროვნული მუზეუმი (მალ. Muzium Negara, ჯავი: موزيوم نݢارا) — მუზეუმი რომელიც მდებარეობს, ჯალან დამანსარაში, კუალა-ლუმპური, მალაიზია. მუზეუმი მდებარეობს პერდანას ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და მალაიზიის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის მიზნითაა შექნილი. დაწესებულების ფასადი მოიცავს ტრადიციულ მალაიურ და თანამედროვე ელემენტებს. ის ოფიციალურად გაიხსნა 1963 წლის 31 აგვისტოს და დღემდე მალაიზიის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის საცავს წარმოადგენს.

ეროვნული მუზეუმი არის სამსართულიანი შენობა, რომლის სიგრძეა 109.7 მეტრი, სიგანე 15.1 მეტრი, ხოლო სიმაღლე 37.6 მეტრი. მუზეუმში განთავსებულია ოთხი ძირითადი გალერეა. გამოფენებში აღბეჭდილია კულტურული ღონისძიებები: ქორწილები, ფესტივალები და კოსტიუმები; ტრადიციული იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხელოვნების ნიმუშები და კერამიკა, ასევე ფლორისა და ფაუნის ნიმუშები.

სელანგორის ძველი მუზეუმი
ავალოკიტეშვარა, რომელიც აღმოჩენილია ბიდორში, VIII-IX საუკუნე
მთავარი დარბაზი

მალიზიის ეროვნული მუზეუმი დაარსდა ყოფილი სელანგორის მუზეუმის ადგილზე. ის დაარსდა ბრიტანეთისა და სელნაგორის მთავრობების გადაწყვეტილებით 1898 წელს, 1986 წლის მალაიზიის ფედერაციის შექმნის შემდეგ. 1945 წლის 10 მარტს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მუზეუმის მარჯვენა ფრთა მოკავშირე ძალების, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების B-29 ბომბმა გაანადგურა. ამ ფაქტის შემდეგ მუზეუმში დაცული არტეფაქტები პერაკის მუზეუმში, ტაიპინგში გადაიტანეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სელანგორის მუზეუმის მარცხენა ფრთა კვლავ ისტორიულ ძეგლად მიიჩნეოდა. მალაიას ფედერაციის დამოუკიდებლობის შემდეგ პრემიერ-მინსტრმა, ტუნკუ აბდულ რაჰმანმა წამოაყენა იდეა ისტორიული და კულტურული საგანძურის, აგრეთვე ფლორისა და ფაუნის ნიმუშების შესანახად. ძველი მუზეუმის შემორჩენილი ნაწილი მთლიანად დაანგრიეს ახალი მუზეუმის ასაშენბლად.

მშენებლობა 1959 წელს დაიწყო და 1963 წელს დასრულდა. მალაიზიის ეროვნული მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1963 წლის 31 აგვისტოს ტაუნკუ სიედ პუტრა იბნი ალ-მარჰუმ სიედ ჰასან ჯამალულალის, ფედერაციის მე-3 უმაღლესი ხელმძღვანელის მიერ.

1996 წლის 4 აპრილს შენობა სიძველეთა შესახებ კანონის 169/1976 პუნქტის თანახმად აძველეს ძეგლად და ისტორიულ ნაგებობად გამოცხადდა.

არქიტექტორ ჰო კოკ ჰოეს მიერ შექმნილი დიზაინი შთაგონებულია მალაიური სამეფო სასახლეებისა და ხალხური არქიტექტურით. მუზეუმის დიზაინი ითვალისწინებდა საგამოფენო და აქტივობებისათვის გამოყოფილ სივრცეებს. დაწესებულების შესასვლელში არსებობს მოზაიკა, რომელიც მალაიზიის ისტორიისა და კულტურის ნიმუშს წარმოადგენს. მუზეუმის მთავარი შენობის ცენტრალური სექციის სართული გაფორმებულია სპეციალური ფილებით, რომელიც მალაიზიის ეროვნულ მუზეუმს პაკისტანის მთავრობამ გადასცა საჩუქრად. დამატებით, იუნესკომ ხელი შეუწყო მუზეუმის თანამშრომლობას სხვა ქვეყნების ამავე ტიპის დაწესებულებების ექსპერტებთან.

გამოფენებები და ჩვენებები მალაიზიის ეროვნულ მუზეუმში ფოკუსირებულია ადგილობრივ: ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე, ხელოვნებასა და ხელნაკეთობებზე, ეკონომიკურ აქტივობებზე, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე, იარაღებსა და ვალუტაზე.

მუზეუმში განთავსებულია რამდენიმე გალერეა. დაწესებულების პირველ სართულზე მალაკის ნახევარკუნძულის გეოგრაფიისა და ბუნების ისტორიის დარბაზია, რომელიც ქვის ხანიდან იწყება და ასევე მოიცავს არტეფაქტებს ბრინჯაოს ხანასა და რკინის ხანიდან და მალაკის მუსლიმანური სასულთნოს ინდუისტურ-ბუდისტური სამეფოების არტეფაქტებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ნივთები უძველესი მალაკის ინდუ-ბუდისური სახელმწიფოებიდან, როგორებიცაა: განგა ნეგარა, შრივიჯაია და მაჯაპაჰიტი. კოლექციში არის მაკარას ქვის ქანდაკება, ავალოკიტეშვარა ბიდორიდან, ბუჯანგის ველის ტაძარი კედაჰში. ასევე წარმოდგენილია რეგიონის უძველესი მემკვიდრეობა, როგორიცაა: იავური ბორობუდური და მაჯაპაჰიტის ჭურჭელი. გამოფენები ასევე მოიცავს გვიანდელ მალაკის სასულთნოს, ასევე მალაიზიის ზოგიერთ შტატსა და ფედერალურ ტერიტორიას. ეს გამოფენა მალაიზიის ეროვნული იდენობისათვის მალაკის სასულთნოს მნიშვნელობას უსმევს ხაზს. მეორე სართული მთლიანად მიძღვნილია კოლონიალური ისტორიისათვის ქვეყნის დამოუკიდებლობამდე. მალაიზიის ეროვნულ მუზეუმში ასევე არსებობს მალაის მმართველთა სამეფო თავსაბურავების ასლები.

ცენტრალური დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური დარბაზის იატაკი გაფორმებულია ლურჯი გეომეტრიული დიზაინის მოზაიკით, რომლის მასლაც პაკისტანიდან ჩამოიტანეს. დარბაზის ჭერზე მოჩუქურთმებული პანელებია დატანილი. ცენტრალურ დარბაზში განთავსებულია დროებითი გამოფენები, ხოლო თემატური და სპეციალური გამოფენები ამ დარბაზში პერიოდულად ეწყობა. დარბაზის დანიშნულებას მალაიზიის მრავალფეროვანი კულტურისა და მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს. ამ დარბაზში ასევე ეწყობა უცხოური (სხვა ქვეყნებიდან) გამოფენებიც.

მუზეუმის ბოლო გამოფენებს შორისაა: „ისლამური ცივილიზაცია“, „ჩვენი მეფე“, „ყვავილების მსოფლიო“, „დურიო, ხილთა მეფე“, „ნიღბები სარავაკიდან“, „მსოფლიოს ქვეყნების ვალუტები“. „ჩინეთის ისლამური საზღვრები“, „ამერიკული საზღვრები“ და „რელიგიური არქიტექტურა ნიდერლანდებიდან“.

  • 1959–1963: მუბინ შეპარდი[1][2]
  • 1963–1967: ჯ.ჯ. ლოური[2]
  • 1968–1991: შაჰრუმ ბინ იუბი[2][3]
  • 1991–1996: ზულკლიფლი ბინ აბდ. აზიზი[2]
  • 1996–2002:კამარულ ბაჰარინ ბინ ბუიონგი[2]
  • 2002–2007: დოქტორი ადი ბინ ტაჰა[2]
  • 2007–2008: პაიმან ბინ კერომო[2]
  • 2008–2015: იბრაჰინ ბინ ისმაილი[2]
  • აპრილი, 2015 – სექტემბერი, 2015: უან ჯამალუდინ ბინ ვან იუსოფი[2]
  • სექტემბერი, 2015 – დღემდე: კამარულ ბაჰარინ ბინ ა. კასიმი[2]
  • Lenzi, Iola (2004). Museums of Southeast Asia. Singapore: Archipelago Press, გვ. 200. ISBN 981-4068-96-9. 
  • Harris, Mark (1990). National Museum, Kuala Lumpur: History and culture of Malaysia. Kuala Lumpur: Syarikat S. Abdul Majeed, Pub. Division, გვ. 88 pages. ISBN 978-983-9629-15-6. 
  • (1988) Gold jewellery and ornaments: In the collection of Muzium Negara, Malaysia. Kuala Lumpur: Persatuan Muzium Malaysia, გვ. 243 pages. ISBN 978-983-9579-00-0. 
  • Haji Ali, Mohamed Kassim (1988). Masks of Sarawak in the collection of Muzium Negara Malaysia. Kuala Lumpur: Museums Association of Malaysia, გვ. 111 pages. ASIN B0006EHZ58. 
  • bin Mohd. Yatim, Othman (1981). Chinese Islamic wares in the collection of Muzium Negara (Series on the ceramics collection of Muzium Negara). Kuala Lumpur: Muzium Negara, გვ. 99 pages. ASIN B0006E7THM. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Profil Tan Sri Datuk Dr. Haji Abdul Mubin Sheppard ms. Arkib Negara Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-30. ციტირების თარიღი: 2021-09-26.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Sejarah - Ketua Pengarah Jabatan Muzium Malaysia ms. Jabatan Muzium Malaysia. ციტირების თარიღი: 19 January 2017
  3. Noraini Abd. Razak. (3 April 2011) Muzium jadi darah daging ms. Utusan Malaysia. ციტირების თარიღი: 18 January 2017