დურიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დურიოს ნაყოფი

დურიო (ლათ. Durio zibethinus) — დიდი ზომის (45 მ-მდე სიმაღლის) მარადმწვანე ხე ბომბაქსისებრთა (ბაობაბისებრთა) ოჯახისა. მისი ორსქესიანი ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედად. ნაყოფი 3 კგ-მდე იწონის და დაფარულია მსხვილი, მაგარი ქაცვებით.

ველურად იზრდება კალმანტანისა და სუმატრის ტყეებში, მალაკის ნახევარკუნძულზე. აშენებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთის სამხრეთ ნაწილში. ნაყოფის ტბილობს ნივრის სუნი აქვს, ხმარობენ საჭმელად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]