მაკედონიის ფაუნა
მაკედონიის რესპუბლიკის ფაუნას აქვს კომპლექსური ზოოგეოგრაფიული სტრუქტურა. მასში აღნუსხულია სხვადასხვა წარმოშობის ფაუნის ელემენტები და ხასიათდება მაღალი ხარისხის რელიქტური და ენდემური ფორმებით. აღნიშნულია ტაქსონომიური მრავალფეროვნება; ცხოველთა სახეობების საერთო რაოდენობა 10 354 ერთეულია.
მაკედონიის ტყებიის ფაუნა მრავალფეროვანია და მოიცავს დათვებს, გარეული ღორებს, მგლებს, მელიებს, ციყვებს, არჩვებს და ირმებს. დასავლეთ მაკედონიის მთიანეთში, იშვიათად გვხდება ფოცხვერიც, ხოლო დემირ-კაპიას რეგიონში ირემია გავრცელებული. ტყის ფრინველებიდან მაკედონიის ტერიტორიაზე ბინადრობს შავთავა ასპუჭაკა (Sylvia atricapilla), როჭო, შავი როჭო, ბეგობის არწივი და ტყის ბუ.
ქვეყნის სამი ხელოვნური ტბა წარმოადგენს დაცულ ფაუნის ზონას, რომელიც მოქცეულია ტერიტორიულ იზოლაციაში. ოჰრიდის ტბის ფაუნა ადრეული ეპოქიდან რელიქტურია. ტბაში ბინადრობს ტბის კალმახები, ჩვეულებრივი ციმორი, ნაფოტა და სხვა თევზები, ასევე გარკვეული სახეობის 30 მილიონი წლის ლოკოკინები; მსგავსი სახეობები მხოლოდ ბაიკალის ტბაში გვხვდება.[1]
ტიპი | სახეობათა რიცხვი | ენდემურობა |
---|---|---|
პროტოზოა | 113 | 32 |
ღრუბელები | 10 | 6 |
ბრტყელი ჭიები | 85 | 35 |
მსუსხავნი | 2 | |
ნემერტინები | 1 | |
ციბრუტელები | 269 | |
ნემატოდები | 553 | |
მოლუსკები | 366 | 131 |
რგოლოვანი ჭიები | 186 | 48 |
ფეხსახსრიანები | 8 234 | 383 |
ქორდიანები | 535 | 30 |