როჭოსებრნი
იერსახე
როჭოსებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სალბის როჭო (Centrocercus urophasianus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Tetraoninae (Vigors, 1825) | |||||||||||||
|
როჭოსებრნი (ლათ. Tetraoninae, ძველად Tetraonidae) — ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30–110 სმ, მასა 0,4–4,5 კგ აღწევს. ოჯახში 8–9 გვარის 20-დე სახეობაა.[1][2] გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესმწიფობას აღწევენ 1–2 წლის ასაკში. ტყის ბინადრებია, ზოგიერთი ცხოვრობს ტუნდრაში, ველსა და ტყე-ველზე, პოლიგამიური და მონოგამიური ფრინველებია. დებენ 4–16 კვერცხს. იკვებებიან მცენარეული საკვებით (მართვები მწერებითაც). სარეწაო ფრინველებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 453-454.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ როჭოსებრნი (TSN 553485). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 54—55. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.