ციყვისებრნი
იერსახე
| ციყვისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Sciuridae | ||||||||||||
| ||||||||||||
ციყვისებრნი (ლათ. Sciuridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მსხვილი ფორმების სხეულის სიგრძე 70 სმ, მასა 9 კგ-ს აღწევს. უკანა კიდურები წინას თითქმის ორჯერ აღემატება. გვხვდებიან ყველგან ავსტრალიის, ახალი გვინეის, ტასმანიის, მადაგასკარის, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის და სამხრეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილის გარდა. ოჯახში ერთიანდება ორი ქვეოჯახის 47 გვარი. საქართველოში გვხვდება 2 გვარის 3 სახეობა. ზოგიერთი მათგანი ძვირფასი სარეწაო მნიშვნელობისაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 234.