შინაარსზე გადასვლა

მაილინდა კელმენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაილინდა კელმენდი
Majlinda Kelmendi
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ალბანელი
დაბ. თარიღი 9 მაისი, 1991 (1991-05-09) (33 წლის)
დაბ. ადგილი პეჩი კოსოვოს დროშა კოსოვო
სიმაღლე 163 სმ
წონა 52 კგ
სპორტი
ქვეყანა კოსოვოს დროშა კოსოვო
სახეობა ძიუდო
მედლები
ძიუდო (ქალები)
ოლიმპიური თამაშები
ოქრო 2016 რიო-დე-ჟანეირო −52 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო 2013 რიო-დე-ჟანეირო −52 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო 2014 მონპელიე −52 კგ
ოქრო 2016 ყაზანი −52 კგ
IJF
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო 2014 ჩელიაბინსკი −52 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო 2013 ბუდაპეშტი −52 კგ

მაილინდა კელმენდი (ალბ. Majlinda Kelmendi; დ. 9 მაისი 1991[1][2], პეჩი, კოსოვო) — კოსოვოელი-ალბანელი[3] ძიუდოისტი,[4] მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორი ევროპული ტიტულით.[5] იგი ასპარეზობს 52 კგ წონით კატეგორიაში.

2014 წელს, მაილინდა მოხვდა IJF ქალთა მსოფლიო პრესტიჟული სარეიტინგო სიის სათავეში,[6][7] რისთვისაც მას კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაჰიაგამ "საპრეზიდენტო ღირსების მედლით" დააჯილდოვა.[8] 2016 წლის 7 აგვისტოს, იგი გახდა პირველი კოსოვოელი სპორტსმენი, რომელმაც გაიმარჯვა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.[9] 2012 წელს, იგი წარმოადგინა ალბანეთი, მაგრამ ვერ მოიპოვა გამარჯვება.[10]

დაიბადა კოსოვოს ქალაქ პეჩიში, ხოლო 1999 წელს დაკავდა ძიუდოთი. მისი ამჟამინდელი მწვრთნელია დრიტონ კუკა.[11][12]

2009 წელს, კელმენდიმ მოიგო ოქროს მედალი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსებს შორის პარიზში.[13] 2010 წელს, მან მე-5 ადგილი დაიკავა უმცროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკოში[14] და მე-9 ადგილზე გავიდა 52 კგ წონით კატეგორიაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ტოკიოში, იაპონია.[15] 2012 წლის ოლიმპიადაზე პირველ რაუნდზე დაამარცხა ჯაანა სანდბერგი, მაგრამ მეორე რაუნდზე წააგო კრისტიან ლეგენტილს.[16]

2013 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, კელმენდიმ კოსოვოს მოაპოვებინა პირველი მსოფლიოს ტიტული ძიუდოში, როდესაც იგი დაამარცხა ბრაზილიელი ერიკა მირანდა ოქროს მედლის მატჩზე -52 კგ კატეგორიაში, რიო-დე-ჟანეიროში. ეს იყო პირველი მედალი, მას შემდეგ, რაც კოსოვომ მოიპოვა თავისუფლება. კელმენდიმ შეინარჩუნა ძიუდოში მსოფლიოს ტიტული 2014 წელსაც. იგი მხოლოდ ორჯერ დამარცხდა 2013 წელს.[17] ხოლო მომდევნო წელს ტრავმის გამო, ვერ იასპარეზა.

2016 წლის თებერვალს, მან მოიგო ოქროს მედალი პარიზის გრანდ სლემზე, რაც მისი ზედიზედ მესამე ტიტულია, 2014 და 2015 წლის გამარჯვების შემდეგ.[18] ორი თვის შემდეგ, მან მოიპოვა ოქროს მედალი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 2016-ზე ყაზანში, რუსეთი.[19] 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იგი გახდა პირველი კოსოვოს სპორტსმენი, რომელიც მოიგო ოქროს მედალი, აგრეთვე ეს მედალი კოსოვოს პირველი ოლიმპიური მედალია.

ეროვნული ნაკრების წარმომადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინააღმდეგობის გამო, კელმენდიმ ვერ წარმოადგინა კოსოვო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში და კოსოვოს ნაცვლად წარმოადგინა ალბანეთი.[20]

2014 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი და მისცა მას სრული წევრობის უფლება 2014 წლის 9 დეკემბერს.[21][22] 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობით, კოსოვო პირველად იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე.[23] კელმენდი რიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე კოსოვო მედროშე იყო.[24] კელმენდი კოსოვოს გარდა, არის ალბანეთის მოქალაქეც.

წყარო:[25]

2009
3rd მსოფლიოს თასი -52 კგ, პრაღა
2010
2nd მსოფლიოს თასი -52 კგ, სოფია
1st ევროპის თასი -52 კგ, სარაევო
1st გრანპრი -52 კგ, ტუნისი
3rd მსოფლიოს თასი -52 კგ, ტალინი
2011
2nd მსოფლიოს თასი -52 კგ, სოფია
2nd გრანპრი -52 კგ, დიუსელდორფი
3rd მსოფლიოს თასი -52 კგ, ლისაბონი
1st მსოფლიოს თასი -52 კგ, რომი
1st მსოფლიოს თასი -52 კგ, მინსკი
1st გრანპრი -52 კგ, აბუ-დაბი
3rd გრანპრი -52 კგ, ამსტერდამი
2012
1st ევროპის თასი -52 კგ, პრაღა
2nd მსოფლიოს თასი -52 კგ, რომი
1st მსოფლიოს თასი -52 კგ, სტამბოლი
1st გრანპრი -52 კგ, აბუ-დაბი
2013
2nd გრან სლემი -52 კგ, პარიზი
1st გრანპრი -52 კგ, დიუსელდორფი
1st გრანპრი -52 კგ, სამსუნი
3rd ევროპის ჩემპიონატი -52 კგ, ბუდაპეშტი
1st IJF World Masters -52 კგ, ტიუმენი
1st მსოფლიოს ჩემპიონატი -52 კგ, რიო-დე-ჟანეირო
2014
1st გრან სლემი -52 კგ, პარიზი
1st გრანპრი -52 კგ, სამსუნი
1st ევროპის ჩემპიონატი -52 კგ, მონპელიე
1st გრანპრი -52 კგ, ბუდაპეშტი
1st მსოფლიოს ჩემპიონატი -52 კგ, ჩელიაბინსკი
1st გრან სლემი -52 კგ, აბუ-დაბი
2015
1st გრან სლემი -52 კგ, პარიზი
3rd გრან სლემი -52 კგ, აბუ-დაბი
2016
1st გრან სლემი -52 კგ, პარიზი
1st ევროპის ჩემპიონატი -52 კგ, ყაზანი
1st გრანპრი -52 კგ, ბუდაპეშტი
1st ოლიმპიური თამაშები -52 კგ, რიო-დე-ჟანეირო
  1. Kosovo: Majlinda, the judo star. BalcaniCaucaso. ციტირების თარიღი: 28 August 2013.
  2. The Olympics Interview: Majlinda Kelmendi. FP. ციტირების თარიღი: 28 August 2013.
  3. London 2012: Judoka's Kosovo Olympic bid turned down. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  4. Majlinda Kelmendi. BBC. ციტირების თარიღი: 22 April 2013.
  5. Kosovo Albanian judoka Majlinda Kelmendi wins the European Judo Championships 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
  6. Kelmendi and Tchrikishvili crowned IJF Prestige World Ranking List winners. International Judo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  7. Vizer shpall Majlindën më të mirën në botë. Telegrafi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 December 2014.
  8. Majlinda Kelmendi dekorohet me Medaljen Presidenciale të Meritave. Telegrafi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  9. MacPhail, Cameron. (7 August 2016) Majlinda Kelmendi makes history with victory in women's judo as Kosovo wins first ever gold medal. Rio 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
  10. BBC Sport - London 2012 Olympics - Majlinda Kelmendi : Albania, Judo. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  11. Browne, Luke. The Olympics Interview: Majlinda Kelmendi. Financial Times. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
  12. Eades, David (21 July 2012). „Politics bears down on 2012 hopeful Majlinda Kelmendi“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 2 July 2013.
  13. Mark Lowen (17 September 2010). „BBC Sport – Politics bears down on 2012 hopeful Majlinda Kelmendi“. news.bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 24 November 2010.
  14. IJF World Championship Juniors 2010 – 52kg category results. IJF website. International Judo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 February 2013.
  15. World Championships 2010 – 52kg category results. IJF website. International Judo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 February 2013.
  16. London 2012: 48-52kg halflightweight women - Olympic Judo. Olympic.org. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  17. T.P. Grant. (26 August 2014) 2014 World Judo Championships Day 2: Men's -60kg and Women's. Bloody Elbow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2016.
  18. JudoInside - News - Majlinda Kelmendi claims third title in Paris.
  19. IJF live results.
  20. Jackson, Jamie (29 July 2012). „London 2012: Judo's Majlinda Kelmendi still fighting for recognition“. The Guardian. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
  21. Karolos Grohmann. (23 October 2014) Olympics: IOC has no concerns over Kosovo recognition. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2016.
  22. "Kosovo to compete at Rio 2016 Olympics after recognition from IOC", Associated Press, 9 December 2014.
  23. Kosovo given go-ahead by IOC to take part in 2016 Olympics. the Guardian.
  24. Majlinda Kelmendi carries the flag of Kosovo at Rio 2016. 100Judo.com. ციტირების თარიღი: 9 December 2014.
  25. Majlinda Kelmendi, Judoka, JudoInside. ციტირების თარიღი: 8 August 2016.