მაასდეინენის ეროვნული პარკი
მაასდეინენის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
კოორდინატები | 51°35′ ჩ. გ. 6°05′ ა. გ. / 51.583° ჩ. გ. 6.083° ა. გ. |
ფართობი | 45 კმ² |
დაარსდა | 1996 წელს |
მაასდეინენის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park De Maasduinen) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, ლიმბურგის პროვინციაში. შეიქმნა 1996 წელს. ფართობი 45 კმ². ძირითად ლანდშაფტს ქმნის ტყიანი და ჭაობიანი ტერიტორია. პარკი მდებარეობს მდინარე მაასსა და გერმანიის სახელმწიფო საზღვარს შორის. 1998 წლამდე ეროვნულ პარკს ეწოდებოდა ჰამერტი. პარკის ამჟამინდელი სახელწოდება მომდინარეობს პარაბოლისებრი დიუნებისაგან (ნიდერლ. Duin), რომლებიც უკანასკნელი გამყინვარების პერიოდით თარიღდებიან. ტყის გაშენების შემდეგ დიუნების ფართობმა იკლო. 1980 წელს პარკის ტერიტორიაზე მიმდიონარეობდა ქვიშისა და ხრეშის მოპოვება.
ფლორას წარმოქმნის: მუხა, არყი, ფიჭვი, მურყანი, წიფელი; იშვიათად გვხვდება ლურჯი ნაღველა და ცვილიანა. ორნითოფაუნას ქმნის: რუხი წერო, უფეხურა, მარჯანი, ჭაობის ბოლობეჭედა, შავი კოდალა და ჩვეულებრივი ალკუნი. ქვეწარმავლებიდან მნიშვნელოვანია: სპილენძა, ხვლიკებისა და გომბეშოების რამდენიმე სახეობა, ბოხმეჭა. ამას გარდა, პარკში არის ნემსიყლაპიების 26 და ქერცლფრთიანების 33 სახეობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაასდეინენის ეროვნული პარკი დაარქივებული 2014-02-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)