შინაარსზე გადასვლა

უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
კოორდინატები 52°04′00″ ჩ. გ. 5°20′00″ ა. გ. / 52.06667° ჩ. გ. 5.33333° ა. გ. / 52.06667; 5.33333
ფართობი 60 კმ²
დაარსდა 2003 წელს

უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Utrechtse Heuvelrug) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციაში. შეიქმნა 2003 წელს. ფართობი 60 კმ². ტერიტორია უკავია დიუნებს, ტყეებს, მდელოებსა და მორენებს. ყველაზე მაღალი ადგილის სიმაღლე 70 მ აღწევს. სიახლოვეს მდებარეობს ქალაქები: ვენენდალი, რენენი, დორნი, დრიბერგენი. მდიდარია ფლორა და ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: ევროპული შველი, მელა, მაჩვი, ტყის კვერნა. დაგეგმილია გარეული ღორისა და კეთილშობილი ირემის ადაპტაცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]