მარჯანი (ფრინველი)
იერსახე
| მარჯანი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
დედალი (მარცხნივ) და მამალი (მარჯვნივ) | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Falco subbuteo (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22696460 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მარჯანი (ლათ. Falco subbuteo) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს. ბინადრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 2-6 (ჩვეულებრივ 2-4) კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. საქართველოში მარჯანი აპრილში მოფრინავს, ხოლო სექტემბერში და ოქტომბერში მიფრინავს. იკვებება წვრილი ფრინველებითა და მსხვილი მწერებით, რომელთაც ჰაერში იჭერს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 476.
