სხირმონიკოგის ეროვნული პარკი
იერსახე
სხირმონიკოგის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
კოორდინატები | 53°29′21″ ჩ. გ. 6°13′55″ ა. გ. / 53.48917° ჩ. გ. 6.23194° ა. გ. |
ფართობი | 72 კმ² |
დაარსდა | 1989 წელს |
სხირმონიკოგის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Schiermonnikoog) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, ფრისლანდიის პროვინციაში. მდებარეობს კუნძულ სხირმონიკოგზე. შეიქმნა 1989 წელს. ფართობი 72 კმ². არის დიუნები. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. გვხვდება ქაცვი, ცხრატყავა, შოროქანი და სხვ., აგრეთვე ხავსურები და სოკოები. ბევრია ფრინველი. დამსვენებელთა პოპულარულა ადგილია. განსაკუთრებით გამოირჩევა პლაჟები. კუნძული იზოლირებულია, რის გამოც ეროვნული პარკი კარგად არის დაცული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სხირმონიკოგის ეროვნული პარკი დაარქივებული 2008-08-06 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური ენა)