ცვილიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცვილიანა ან ცვლილოვანა (ლათ. Cere ან Ceroma) — შესქელებული კანის უბანი ზოგიერთი ფრინველის (შავარდნისნაირნი, ბუსნაირნი, მტრედისებრნი, თუთიყუშისნაირნი) ნისკარტზე. მდებარეობს ნესტოებს შორის. ჩვეულებრივ, ცვილიანა ბუმბულს მოკლებულია და ღია ფრადაა შეფერილი (ბევრ მტაცებელს ცვილიანას ფერი ეცვლება — მოხუცებს ყვითელი აქვთ, ახალგაზრდებს — მოცისფრო). შებუმბლული ცვილიანა ახასიათებს თუთიყუშებს, არწივებს, ბატკანძერს. ზოგიერთ ბუს გადაფარული აქვს ბუმბულით. ცვილიანა აადვილებს ნისკარტის ზედა ნაწილის მოძრაობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]