შინაარსზე გადასვლა

ლუნა-9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-9

პლანეტათაშორისო სადგურის „ლუნა-9“-ის მოდელი კ. ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის ისტორიის მუზეუმში
მისიის ტიპი მთვარის ზეაპირზე რბილი დაჯდომა, მთვარის გამოკვლევა
NSSDC ID 1966-006A
SCN 01954

„ლუნა-9“ (რუს. «Луна-9») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1966 წლის 31 იანვარს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.

1966 წლის 31 იანვარს 11:41:37 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, 4-საფეხურიანი რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-9. მთვარისკენ ტრაექტორიაზე გაყვანის შემდეგ მისი მასა იყო 1583 კგ. 1966 წლის 3 თებერვალს 18:45:30 GMT დროით სადგურმა პირველად ისტორიაში შეასრულა მსუბუქი დაჯდომა მთვარის ზედაპირზე ქარიშხლების ოკეანის რაიონში, კავალიერის კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთით (კოორდინატები 7°08′ ჩ. გ. 64°32′ დ. გ. / 7.133° ჩ. გ. 64.533° დ. გ. / 7.133; -64.533 (Луна-9) სხვა მონაცემით 7°05′N 64°22′W / 7.08° ჩ. გ. 64.37° დ. გ. / 7.08; -64.37 (Луна-9)). სადგურთან განხორციელდა რადიოკავშირის 7 სეანსი, რომლის საერთო ხანგრძლივობამ 8 საათი შეადგინა. ამ სეანსების განმავლობაში სადგური დედამიწას გადასცემდა მთვარის ზედაპირის სურათებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]