ლუნა-24
ლუნა-24 | |
---|---|
ასს „ლუნა-24“ ბაიკონურის კოსმოდრომის სამონტაჟო-საგამოცდო კორპუსში | |
NSSDC ID | 1976-081A |
SCN | 09272 |
„ლუნა-24“ (რუს. «Луна-24», «Е-8-5М №413») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1976 წლის 9 აგვისტოს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის გრუნტის გაბურღვა და დედამიწაზე ჩამოტანა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1976 წლის 9 აგვისტოს 15:04:12 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-24. 11 აგვისტოს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 13 აგვისტოს სადგური „ლუნა-24“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 18 აგვისტოს რბილად დაჯდა მთვარის ზედაპირზე, კრიზისების ზღვის რაიონში (კოორდინატები 12°45′N 62°12′E / 12.75° ჩ. გ. 62.2° ა. გ.). საბურღმა მოწყობილობამ გაბურღა მთვარის ქანები და გრუნტის ნიმუშები ასს-მა 1976 წლის 22 აგვისტოს დედამიწაზე ჩამოიტანა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
- Турчанинов И. А., Медведев Р. В., Чашников В. В. Предварительные результаты определений физических свойств микрофрагментов лунных пород из грунта Луны-24 // Доклады Академии наук СССР. 1980. Т. 252. № 2. С. 358—360.
- Тарасов Л. С., Иванов А. В., Высочкин В. В., Родэ О. Д., Назаров М. А., Шерстюк А. И. Приемка и первичное исследование колонки реголита «Луны-24». Лунный грунт из Моря Кризисов: Сб. статей// Отв. ред. В. Л. Барсуков. М.: Наука, 1980. 360 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Документальный фильм о станции «Луна-24» на сайте киноархива Net-Film
- «Луна-24» на сайте НПО имени С. А. Лавочкина
- Расположение посадочной ступени «Луны-24» на Луне — на карте QuickMap сайта камеры LRO, координаты: широта 12.71701 гр., долгота 62.22147 гр.
|