ლუნა-7
| ლუნა-7 | |
|---|---|
| NSSDC ID | 1965-077A |
| SCN | 01610 |
„ლუნა-7“ (რუს. «Луна-7») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1965 წლის 4 ოქტომბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წლის 4 ოქტომბერს 07:56:40 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-7. 7 ოქტომბერს სადგურმა მიაღწია მთვარის ზედაპირს. მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვების მცდელობა ჩაიშალა, რადგან დედამიწის მიმართ მიმართულების სენსორის კუთხეები არასწორად იყო დაყენებული, რამაც ხელი შეუშალა ძრავის ჩართვას დასამუხრუჭებლად. ლუნა-7-მა სიჩქარის შემცირება ვერ შეძლო და გრუნტზე დაეცა (კოორდინატები 9°48′N 47°48′W / 9.8° ჩ. გ. 47.8° დ. გ.).[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Luna en. Encyclopedia Astronautica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-15. ციტირების თარიღი: 2012-01-28.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||||