ლუნა-5
| ლუნა-5 | |
|---|---|
| მისია | მთვარის ზეაპირზე რბილი დაჯდომა, მთვარის გამოკვლევა |
| COSPAR ID | 1965-036A |
| მისიის ხანგრძლივობა | 3 დღე |
| სტატუსი | წარუმატებელი |
| ტექნიკური მახასიათებლები | |
| მწარმოებელი |
|
| ასაფრენი მასა | 1474 კგ |
| მისიის დაწყება | |
| გაშვების თარიღი |
9 მაისი, 1965 07:49:37 UTC |
| სასტარტო მოედანი |
|
| რაკეტა-მატარებელი | მოლნია 8K78M |
| მისიის დასრულება | |
| ჩამოვარდა |
12 მაისი, 1965 19:10:00 UTC |
| ჩამოვარდნის ადგილი | 31° ს. გ. 8° დ. გ. / 31° ს. გ. 8° დ. გ. |
„ლუნა-5“ (რუს. «Луна-5», «E-6 №10») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1965 წლის 9 მაისს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წლის 9 მაისს 07:49:37 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-5.[1] 12 მაისს „ლუნა-5-მა“ მიაღწია მთვარეს. დაგეგმილი იყო, რომ იგი განახორციელებდა მასზე მსუბუქ დაჯდომას, რითაც იგი გახდებოდა პირველი კოსმოსური სადგური, რომელმაც ეს შეძლო. ხომალდის დაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. მისმა სამუხრუჭე ძრავებმა ვერ უზრუნველყვეს ხომალდის უსაფრთხო დაშვება, რის შედეგადაც იგი 19:10 UT დროით ჩამოვარდა მთვარის ზედაპირზე. დაცემის ზუსტი ლოკაცია დღემდე უცნობია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია აპარატის დაახლოებით ღრუბლების ზღვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის თაობაზე (კოორდინატები 31° ს. გ. 8° დ. გ. / 31° ს. გ. 8° დ. გ.), ბოლო ცნობებით ის კოპერნიკის კრატერის ახლოს დაეცა (კოორდინატები 8° ჩ. გ. 23° დ. გ. / 8° ჩ. გ. 23° დ. გ.).[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
- G. P. Lyubimov (ოქტომბერი, 1967). Measurement of the intensity of cosmic radiation during the flights of automatic interplanetary stations Zond 1, Zond 2, Zond 3, Luna 5, Luna 6. NASA, ST-CR-IS-10655.
- N. L. Johnson (1979). Handbook of soviet lunar and planetary exploration, Vol. 47, Science and Technology, American Astronautics Society Publications.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პროგრამა „ლუნა“ ვიკისაწყობში- „ლუნა“ — მოგზაურობა მთვარეზე (Internet Archive)
- „ლუნა-5“ დაარქივებული 2013-12-24 საიტზე Wayback Machine.
- მთვარის რობოტიზირებული ზონდები
- მთვარის საბჭოთა ზონდები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Luna 5. NASA Space Science Data Coordinated Archive (2014-08-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-13. ციტირების თარიღი: 2023-01-09
| ||||||||||||||||||||||