ლუნა-6
იერსახე
| ლუნა-6 | |
|---|---|
| მისია | მთვარის ზეაპირზე რბილი დაჯდომა, მთვარის გამოკვლევა |
| NSSDC ID | 1965-044A |
| SCN | 01393 |
| ორბიტები | ჰელიოცენტრული |
| სტატუსი | მისია ნაწილობრივ შესრულდა, მთვარეზე დაჯდომა ვერ განხორციელდა |
| ტექნიკური მახასიათებლები | |
| მწარმოებელი |
|
| ასაფრენი მასა | 1442 კგ |
| მისიის დაწყება | |
| გაშვების თარიღი |
8 ივნისი, 1965 07:41:00 UTC |
| სასტარტო მოედანი |
|
| რაკეტა-მატარებელი | მოლნია 8К78М |
„ლუნა-6“ (რუს. «Луна-6», «E-6 №7») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1965 წლის 8 ივნისს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წლის 8 ივნისს 07:41:00 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-6. 11 ივნისს აპარატმა ფრენისას წარმოქნილი ცვლილებების გამო გადაუხვია დაგეგმილ ტრაექტორიას, მთვარის ზედაპირს ჩაუარა 150 ათასი კმ-ს დაშორებით და გავიდა ჰელიოცენტრულ ორბიტაზე.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Zarya - Luna programme chronology დაარქივებული 2022-07-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||||