შინაარსზე გადასვლა

ლუნა-16

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-16
NSSDC ID 1970-072A
SCN 04527

„ლუნა-16“ (რუს. «Луна-16», «Е-8-5 №406») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). პირველი ასს, რომელმაც იფრინა ტრასაზე — დედამიწა-მთვარე-დედამიწა. კოსმოსში გაშვებულ იქნა 1970 წლის 12 სექტემბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად.

1970 წლის 12 სექტემბერს 13:25:53 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-16. 13 სექტემბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 17 სექტემბერს სადგური „ლუნა-16“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე (მთვარის ზედაპირიდან დაშორება 110 კმ), შემდეგ გავიდა მცირეპერისელენიუმიან ორბიტაზე და 20 სექტემბერს 05:18 UTC დროით დაეშვა მთვარეზე ნაყოფიერების ზღვის რაიონში (კოორდინატები 0°30′49″S 56°21′50″E / 0.5137° ს. გ. 56.3638° ა. გ. / -0.5137; 56.3638). სპეციალურმა მოწყობილობამ შეაგროვა გრუნტი, 21 სექტემბერს 07:43 UTC დროით დატოვა მთვარე, ხოლო 24 სექტემბერს უსაფრთხოდ დაეშვა დედამიწაზე (კოორდინატები 47°24′ ჩ. გ. 68°36′ ა. გ. / 47.400° ჩ. გ. 68.600° ა. გ. / 47.400; 68.600). მთვარეზე დაშვებისას ასს-ის მასა შეადგენდა 1880 კგ-ს. დასაშვებ საფეხურს ჰქონდა საკუთარი რაკეტული ძრავა, საწვავი და საყრდენები ამორტიზატორებისათვის.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
  • Новое выдающееся достижение советской космонавтики // Вестник Академии наук СССР. — 1970. — № 10. — С. 3—11.
  • В. Алексеев, Л. Лебедев. За лунным камнем / под редакцией д.ф.-м.н. Г. С. Нариманова. — М. : Машиностроение, 1972. — 120 с. — 30 000 экз.
  • Анфимов Н. А., Губайдуллин В. Ш., Евич А. Ф. К 40-летию доставки с Луны на Землю образцов грунта и начала работы мобильной лунной исследовательской лаборатории «Луноход-1» // Вестник НПО им. С. А. Лавочкина : журнал. — 2010. — № 4. — С. 22—26.