მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლუნა-20“ (რუს. «Луна-20») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1972 წლის 14 თებერვალს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის ქანების გაბურღვა და დედამიწაზე ჩამოტანა.
1972 წლის 14 თებერვალს 03:27:59 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-20. 15 თებერვალს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 18 თებერვალს სადგური „ლუნა-20“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 21 თებერვალს 19:19 UTC დროით 21 თებერვალს 19:19 UTC დროით დაეშვა მთიან რაიონში ნაყოფიერებისა და კრიზისების ზღვას შორის (კოორდინატები 3°47′11″N 56°37′27″E / 3.7863° ჩ. გ. 56.6242° ა. გ. / 3.7863; 56.6242). გაბურღა მთვარის ქანები, შეაგროვა ნიმუშები, 22 თებერვალს 22:58 UTC დროით დატოვა მთვარე და 25 თებერვალს 19:19 UTC დაეშვა დედამიწაზე (კოორდინატები 47°24′ ჩ. გ. 68°36′ ა. გ. / 47.400° ჩ. გ. 68.600° ა. გ. / 47.400; 68.600).