შინაარსზე გადასვლა

ლუნა-23

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-23
NSSDC ID 1974-084A
SCN 07491

„ლუნა-23“ (რუს. «Луна-23», «Е-8-5М №410») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1974 წლის 28 ოქტომბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. ჩაატარა მთვარის ზედაპირის ტელეგადაღება მაღალი გარჩევით.

1974 წლის 28 ოქტომბერს 14:30:32 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-23. 31 ოქტომბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 2 ნოემბერს სადგური „ლუნა-23“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 6 ნოემბერს რბილად დაეშვა მთვარეზე კრიზისების ზღვის სამხრეთ ნაწილში (კოორდინატები 12° ჩ. გ. 62° ა. გ. / 12° ჩ. გ. 62° ა. გ. / 12; 62). არახელსაყრელ რელიეფზე დაშვების გამო კვლევის პროგრამა შეიკვეცა, ხოლო 9 ნოემბერს შეწყდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]