ჯორჯ უოლტერ ტირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ უოლტერ ტირელი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1883(1883-05-30)[1]
დაბ. ადგილი უოტფორდი
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1961(1961-07-20) (78 წლის)
გარდ. ადგილი გლაზგო
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ლექტორი, გეოლოგი და გლაციოლოგი
მუშაობის ადგილი გლაზგოს უნივერსიტეტი
ჯილდოები Murchison Fund[2] და ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[3]

ჯორჯ უოლტერ ტირელი (ინგლ. George Walter Tyrrell; დ. 30 მაისი 1883, უოტფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 20 ივლისი 1961, გლაზგო) — ინგლისელი გეოლოგი, პეტროგრაფი. 1906 წლიდან ასწავლიდა გლაზგოს უნივერსიტეტში.

ხელმძღვანელობდა შოტლანდიის სამეცნიერო ექსპედიციებს შპიცბერგენსა (1919) და ისლანდიაში (1924). ტირელის ძირითადი შრომები ეხება პეტროლოგიის, ვულკანოლოგიისა და მაგმური პროცესების ტექტონიკასთან კავშირის საკითხებს.

იკვლევდა შოტლანდიის, დასავლეთ აფრიკის, აგრეთვე არქტიკისა და ანტარქტიდის ზოგიერთი რაიონის გეოლოგიურ აგებულებას. პირველმა აღწერა შპიცბერგენის მყინვარები, გამოყო მყინვარის ახალი ტიპი – ბადისებრი მყინვარი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The principles of petrology, 11 ed., Edinburg, 1950;
  • Основы петрологии. Введение в науку о горных породах 2 изд., Л.—М.— Новосиб., 1933.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]