შინაარსზე გადასვლა

სერენ კიერკეგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიორენ კირკეგორი)
სერენ კირკეგორი

სერენ კიერკეგორი[1] (კირკეგორი)[2] (დან. Søren Kierkegaard; დ. 5 მაისი, 1813, კოპენჰაგენი — გ. 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. კიერკეგორის დროს გამეფებული ჰეგელის მოძღვრების მოწინააღმდეგე, კლასიკური გერმანული იდეალიზმის საწინააღმდეგოდ ემხრობოდა რაციონალიზმის მეორადობას და წმინდა არსებობის (ეგზისტენციალიზმის) პირველადობას, რომლითაც რთული დიალექტიკური განვითარების გზით პიროვნებას ძალუძს საკუთარი არსის აღქმა რწმენაში.

კიერკეგორის თეოლოგიური ნაშრომი ფოკუსირდება ქრისტიანულ ეთიკაზე, ეკლესიის ინსტიტუტზე, ქრისტიანობის წმინდა ობიექტურ მტკიცებულებებს შორის განსხვავებებზე, უზენაესის თვისებრივ სხვაობაზე ღმერთსა და კაცს შორის, ინდივიდის სუბიექტურ ურთიერთობაზე, ქრისტესთან,[3] რომელიც შვა რწმენამ. მისი ნაშრომის უმეტესი ნაწილი ეხება ქრისტიანულ სიყვარულს. ის უკიდურესად კრიტიკული იყო ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის პრაქტიკის მიმართ, უპირველეს ყოვილისა კი დანიის ეკლესიის მიმართ. მისი ფსიქოლოგიური ნაშრომი იკვლევს ინდივიდების ემოციებსა და გრძნობებს, რომლებიც აწყდებიან ცხოვრებისეულ არჩევანს.

კირკეგორს ადრეული ნაშრომები სხვადასხვა ფსევდონიმით ჰქონდა დაწერილი, რითაც წარმოაჩენდა სხვადასხვა შეხედულებებს და მათ ინტერაქციას ერთმანეთთან კომპლექსური დიალოგის სახით. ის იკვლევდა კომპლექსურ პრობლემებს სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარე, ყოველივეს სხვადასხვა ფსევდონიმით. მისი ბევრი ნაშრომი, რომელიც მას საკუთარი სახელით აქვს დაწერილი ეძღვნება „მარტოხელა ინდივიდს“, რომელსაც შესაძლოა სურდეს მისი ნაშრომების მნიშვნელობის გაგება. აღსანიშნავია მისი მოსაზრება, რომელსაც ის ამგვარად აჟღერებს: „მეცნიერებასა და განათლებას სურს გვასწავლოს, რომ ობიექტად გახდომა არის გზა. ქრისტიანობა კი გვეუბნება, რომ გახდე სუბიექტური, გახდე სუბიექტი, არის გზა.“ მაშინ როცა, მეცნიერები სწავლობენ სამყაროს დაკვირვების გზით, კიერკეგორი ემპათიურად უარყოფს, რომ დაკვირვებით შესაძლებელია გამჟღავნდეს სამყაროს სულის შინაგანი შრომა.

კიერკეგორის რამდენიმე ძირითადი კონცეფცია მოიცავს „სიმართლეს, როგორც სუბიექტურობას“, რწმენის რაინდს, დიხოტომიის განმეორებადობას, შიშს, უზენაესის თვისებრივ განკერძოებას, რწმენას როგორც ვნებას და ცხოვრების გზის სამ ეტაპს. კიერკეგორის ნაშრომები დანიურად არის დაწერილი და თავდაპირველად, ის მხოლოდ სკანდინავიელებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, XX საუკუნისთვის მისი ნაშრომები გადაითარგმნა მთავარ ევროპულ ენებზე, როგორიცაა ფრანგული და გერმანული. XX საუკუნის შუა წლებიდან მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, თეოლოგიაზე და დასავლურ კულტურაზე.

რჩეული ბიბლიოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ან–ან“ (Enten-Eller) (1843)
  • „სატანჯველის სახარება“ (Lideslernes Evangelium) (ISBN 978-9941-8-1929-2, „აქტი“ 2019)
  • „შიში და თრთოლვა“ (Frygt og Bæven) (1843), (ISBN: 978-9941-8-2059-5, „აქტი“ 2020)
  • „ფილოსოფიური ფრაგმენტები“ (Philosophiske Smuler) (1844)
  • „შიშის ცნება“ (Begrebet Angest) (1844) (ISBN: 978-9941-2-2293-1, თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნ-ტი: უნივერსალი, 2014)
  • „სიკვდილის დაავადება“ (Sygdommen til Døden) (1849)
  • Angier, Tom (2006). Either Kierkegaard/or Nietzsche: Moral Philosophy in a New Key. Farnham, Surrey: Ashgate Publishing. ISBN 0-7546-5474-5. 
  • Beck, M. (1928). Referat und Kritik von M.Heidegger: Sein und Zeit (de). Indiana: Philosophische Hefte 1 7. 
  • Bergmann, Samuel Hugo (1991). Dialogical philosophy from Kierkegaard to Buber. New York: SUNY Press. ISBN 978-0-7914-0623-6. 
  • Bösl, Anton (1997). Unfreiheit und Selbstverfehlung. Søren Kierkegaards existenzdialektische Bestimmung von Schuld und Sühne (de). Basel, Wien: Herder: Freiburg. 
  • Cappelorn, Niels J. (2003). Written Images. Princeton: Princeton University Press. ISBN 0-691-11555-9. 
  • Caputo, John D. (2008). How to Read Kierkegaard. New York: W.W.Norton & Company. ISBN 978-0-393-33078-6. 
  • Carlisle, Claire (2006). Kierkegaard: a guide for the perplexed. London: Continuum International Publishing Group. ISBN 978-0-8264-8611-0. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 173.
  2. თევზაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 511.
  3. Point of View by Lowrie, p. 41, Practice in Christianity, Hong trans., 1991, Chapter VI, p. 233ff, Søren Kierkegaard 1847 Upbuilding Discourses in Various Spirits, Hong p. 225-226,Works of Love IIIA, p. 91ff