ადოლფ ფონ ჰარნაკი
ადოლფ ფონ ჰარნაკი (გერმ. Adolf von Harnack; დ. 7 მაისი, 1851, ქ. დერპტი, ახლანდელი ქ. ტარტუ ― გ. 10 ივნისი, 1930, ჰაიდელბერგი) — გერმანელი თეოლოგი. იყო პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი (1901 წლიდან). ავტორია მრავალი თეოლიგიური გამოკვლევისა („დოგმების ისტორია“ სამ ტომად (1885-1890), „ძველი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია ევსებიოსმდე“ სამ ტომად (1893-1904), „ქრისტიანობის არსი“ (1900), „მონაზვნობა, მისი იდეალები და ისტორია“ (მე-6 გამოცემა, 1903).
1900-იან წლებში ჰარნაკთან პეტერბურგის უნივერსიტეტიდან მიავლინეს ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ ჰარნაკის კომენტარებითურთ (1901). 1903 წელს ნ. მარის შრომის ― „სინის მთაზე მუშაობის წინასწარი ანგარიში“ ― გაცნობამ გააღრმავა ჰარნაკის ინტერესი საქართველოსადმი. მან მოუწოდა გერმანელ მეცნიერებს შეესწავლათ საქართველოს ისტორია და კულტურა, რამაც დიდი გამოძახილი იქონია დასავლეთ ევროპაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 604.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Pauck W. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Marburger Professorenkatalog — 2016.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 AlKindi
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 BeWeB
- ↑ 9.0 9.1 La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118546058 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ http://www.stadtentwicklung.berlin.de/umwelt/stadtgruen/friedhoefe_begraebnisstaetten/de/ehrengrabstaetten/index.shtml
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ группа авторов, Абрамович-Барановский С. С., Агафонов В. К. и др. Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. Петрушевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890.