ქრისტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პაოლო ვერონეზე, იესო ქრისტეს აღდგომა (დაახლოებით 1560 წ.).

ქრისტოლოგია (ბერძნ. Χριστός Khristós და -λογία , -ლოგია), ბერძნულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ქრისტეს შესწავლა“ — თეოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის იესო ქრისტეს ბუნებას და მის ცხოვრებას. არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ბუნების იყო იესო, ადამიანური, ღვთაებრივი თუ ორივე ერთად. ქრისტოლოგია ასევე შეისწავლის ქრისტეს, როგორც მესიას.

ადრინდელ ქრისტიანული ნაწერებში იესო ქრისტე მოიხსენიება რამდენიმე სახელით, მათ შორის, როგორც: ძე კაცი, ღვთის ძე, მესია და კირიოსი. არსებობს ორი განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული მოსაზრება. ერთ-ერთის მიხედვით, ქრისტე გახდა ადამიანი და შემდეგ დაბრუნდა ღმერთთან, ხოლო მეორე მოსაზრების, ადოპციონიზმის მიხედვით, იესო მიიჩნევა ღმერთის მიერ შვილად აყვანილად.

მეორედან მეხუთე საუკუნემდე, ქრისტეს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების ურთიერთობა იყო დებატების მთავარი საგანი. ქალკედონის კრებაზე 451 წელს დაიგმო მონოფიზიტობა, რომლის მიხედვითაც ქრისტე ერთბუნებოვანია და კიდევ ერთხელ განმტკიცდა ქრისტოლოგიური კონცეფცია, დიოფიზიტობა. [1] დასავლური და აღმოსავლური მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა დღემდე იზიარებს ამ მოსაზრებას, თუმცა გარკვეული ნაწილი მიაფიზიტიზმის მოძღვრებას ემხრობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Davis 1990.