გაური (ცხოველი)
იერსახე
| გაური | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Bos gaurus (Smith, 1827) | |||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 2891 | |||||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
გაური (ლათ. Bos gaurus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სიგრძე 3 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში — 2,2 მ; რქების სიგრძე 83 სმ. ფური უფრო პატარაა. გაურს მოყავისფრო-მოშავო ზურგი და გვერდები აქვს, მოყვითალო-მურა მუცელი, მოთეთრო ფეხები. გავრცელებულია ინდოეთში, მიანმარსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობენ ნახირებად. მაკეობა გრძელდება 8-9 თვემდე. იგებს ერთ ხბოს. იკვებება ბალახოვანი მცენარეულობით, ფოთლებითა და ყლორტებით. მტაცებლური ნადირობის შედეგად გაური ბევრგან მოისპო. იყენებენ მის ხორცს, ტყავს. გაურის მოშინაურებული ფორმაა გაიალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 14.
