შინაარსზე გადასვლა

კურშის ცელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურშის ცელა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი, ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 55°16′28″ ჩ. გ. 20°58′15″ ა. გ. / 55.27444° ჩ. გ. 20.97083° ა. გ. / 55.27444; 20.97083
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 994
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
კურშის ცელა და ლაგუნა

კურშის ცელა (ლიეტ. Kuršių nerija; რუს. Куршская коса) — ქვიშის ცელა, მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე. სიგრძე — 98 კმ, სიგანე 400 მ-მდე აღწევს (დასახლება ლესნოეს რაიონში), 3,8 კმ-მდე (მისა ბულვიკიოს რაიონში, ოდნავ ჩრდ.-ით ნიდიდან). აქ ერთმანეთთან ძალზედ ახლოს გვხვდება განსხვავებული პეიზაჟები: ქვიშის უდაბნოები, წიწვოვანი ტყეები, დას. რუსეთის არყის ხეები. ცელა მოგვაგონებს ბუნების ხელით შექმნილ მუზეუმს. ცელა გრძელდება ქალაქ ზელენოგრადიდან კალინინგრადის ოლქში კლაიპედამდე. ფაქტობრივად ცელა წარმოადგენს ნახევარკუნძულს, ვინაიდან კლაიპედის რაიონში მდებარეობს სრუტე, რომელიც კურშის ზღვის ყურეს ბალტიის ზღვასთან აკავშირებს. ცელა შედგება ქვიშისგან, რომელიც დაფარულია თხელი ლორწოთი.

იუნესკომ 2000 წელს კურშის ცელა შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ხელსაყრელი კლიმატური პირობები კურშის ცელაზე დასვენების საშუალებას იძლევა მაისიდან ნოემბრამდე.

ცელას სახელი მომდინარეობს კურშის ძველი ტომებიდან, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ გერმანიის მიერ პრუსიის კოლონიზაციამდე.

ადმინისტრაციული დაყოფა და მოსახლეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურშის ცელის ნაწილი ეკუთვნის კალინინგრადის ოლქს (რ.ფ.), ნაწილი კი - ლიეტუვას. საზღვარი გადის ცელიდან 49 კმ-ში (თუ ჩავთვლით ზელენოგრადსს). კურშის ცელის რუსულ ნაწილზე მდებარეობს ბაღი «კურშის ცელა» (სტატუსი მიენიჭა 1987 წელს) და დასახლებული პუნქტები: სოფ. ლესნოე, რიბაჩი, მარსკოე. ისინი, მთლიანობაში ქმნიან კურშის ცელის ფერმერ მოსახლეობას (2005 წლიდან), ზელენოგრადის რაიონში. სულ მოსახლეობა შეადგენს - 1556 ადამიანს. დასახლების ცენტრი - რიბაჩი.

ლიეტუვის კუთვნილ ნაწილში, ყველაზე მსხვილი დასახლებაა - სოფელი ნიდა. სხვა სოფლებიდან აღსანიშნავია - პრეილა, პიარვალკა, იოოდკრანტე და სმილტინე. ადმინისტრაციული მართვის გასამარტივებლად, კლაპედში შემავალი ლიეტუვის ყველა სოფელი, გარდა სმილტინესი, ფორმალურად გაერთიანებულია ქალაქ ნერინგთან. ლიეტუვურ ნაწილზე არის ეროვნული ბაღი «კურშის ცელა», რომელიც დაარსდა 1991 წელს.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „სამეფო ფიჭვნარი" - უძველესი ტყის მასივი, ცელის ტერიტორიაზე. არსდროს არ გაჩეხილა, ვინაიდან აქ იყო სამეფო სანადირო ადგილები.
  • დასახლება „ლესნოე" - ცელის ყველაზე ვიწრო ადგილი.
  • ორნითოლოგიური სადგური „ფრინგილა" - დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს გადამფრენი ჩიტების გამავალ მარშრუტზე და ემსახურება მათი გადაფრენის შესწავლას.
  • დიუნ მიულერის მაყურებელი მოედანი (სოფ. რიბაჩის მახლობლად).
  • უნიკალური ტბა «ჩაიკა».

X-XI საუკუნეებში კურშის ცელაზე არსებობდა ვიკინგების დასახლება. იგი მდებარეობდა სოფ. რიბაჩთან ახლოს. პირველად, ვიკინგების კვალი, აღმოაჩინეს გერმანელმა არქეოლოგებმა 1893 წელს, მაგრამ მხოლოდ 2008 წელს, კალინინგრადელი არქეოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დამტკიცდა ცელაზე ვიკინგების დასახლების არსებობა.

გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა მრავალი ნივთი, რომლებიც ვიკინგების მატერიალური კულტურისათვის იყო დამახასიათებელი.შუა საუკუნეებში ცელაზე ტყეთა გაკაფვა დაიწყეს, რის შედეგადაც განადგურდა ქვიშის მაკავშირებელი ლორწო. გაშიშვლებულმა ქვიშამ ქარის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო ცელის გამწვანებაზე მუშაობა, რაც დღემდე გრძლდება.

1945 წლამდე კურშის ცელის მაცხოვრებლები საუბრობდენენ კურშულ ენაზე, რომელიც ლიეტუვურის მსგავსია. ყველა კურშელი გერმანიის მოქალაქე იყო. ომის დასასრულს კურშელების ევაკუირება მოხდა და ისინი ცენტრალურ გერმანიაში გადაიყვანეს. შედეგად კურშელებმა დაკარგეს საკუთარი ენა. დღეისათვის კურშული ენა იცის ათეულობით მოხუცმა ადამიანმა, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ.

უკანონო მშენებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკიდრეობათა სიაში შეტანისა, კურშის ცელაზე მშენებლობები დღემდე გრძელდება. უფრო მეტიც, მშენებელთა აქტივობა საკმაოდ გაზრდილია, ვინაიდან ეროვნული ბაღი განსაკუთრებულ ტურისტულ-რეკრეაციულ ადგილს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 994
ინგლ.რუს.ფრ.