შინაარსზე გადასვლა

სვიაჟსკის მიძინების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვიაჟსკის მიძინების მონასტერი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები რუსეთის დროშა რუსეთი | ქვეყნის დროშა2 | name = რუსეთის დროშა რუსეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2017  (41-ე სესია)
ნომერი 1525
Map
http://sviyazhsk-monastery.ru/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1525
ინგლ.რუს.ფრ.

სვიაჟსკის მიძინების მონასტერი (რუს. Свияжский Успенский монастырь) — მოქმედი მამათა მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყაზანის ეპარქიაში. ვოლგისპირეთისა და ყაზანის მხარის მართლმადიდებლობის აკვანი. 2017 წლის 9 ივლისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].

სვიაჟსკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აგებულია 1555 წელს, ყაზანის ეპარქიის დაარსებასთან ერთად. მონასტრის დამაარსებელი და მისი პირველი წინამძღვარი გახდა არქიმანდრიტი გერმან სადირევ-პოლევი. მისი სხეული მონასტრის მთავარი სიწმინდეა 1592 წლიდან.

სვიაჟსკის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი ყაზანის ეპარქიის უმნიშვნელოვანესი სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იყო XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში.

1918 წელს წითელარმიელებმა მოკლეს მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი ამბროსი გუდკო, რომელიც 2000 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია გამოიყენებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა 1994 წელს.

1997 წელს კი ოფიციალურად აღდგა სვიაჟსკის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]