შინაარსზე გადასვლა

ნოვოდევიჩის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოდევიჩის სამონასტრო კომპლექსი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv, vi
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1097
Map
https://novodev.msk.ru/

ნოვოდევიჩის მონასტერი ასევე ბოგოროდიცე-სმოლენსკის მონასტერი (რუს. Новодевичий монастырь; Богородице-Смоленский монастырь) — მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში მდ. მოსკოვის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე ქალთა სამონასტრო კომლექსი. დაარსდა დიდი კნიაზი ვასილი III-ის მიერ 1524 წელს, რუსეთის მფლობელობაში სმოლენსკის მიწების დაბრუნების აღსანიშნავად. აქედან მომდინარეობს მონასტერის მეორე სახელი.

მოსკოვის სხვა მონასტერთაგან განსხვავებით ნოვოდევიჩის კომპლექსი ხელშეუხებელი დარჩა მე-17 საუკუნიდან. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონასტერი გაუქმდა. 1922 წლიდან მუზეუმია (1934 წლიდან სახ. ისტორიული მუზეუმის ფილიალი). 1994 წლიდან მონასტერმა ისევე განაახლა მოქმედება. 2004 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ნოვოდევიჩის მონასტერი ღამით

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1097
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Постановление Совета Министров РСФСР № 1327 от 30.08.1960