შინაარსზე გადასვლა

კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 55°40′10″ ჩ. გ. 37°40′08″ ა. გ. / 55.66944° ჩ. გ. 37.66889° ა. გ. / 55.66944; 37.66889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 634
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 634
ინგლ.რუს.ფრ.

კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია (რუს. Церковь Вознесения) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. იგი შენდებოდა 1528-1532 წლებში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციულ ოლქში ნაგატინსკი-ზატონის რაიონში, სოფელ კოლომენსკოეში. ეკლესია 1994 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ეკლესია შენდებოდა 1528-1832 წლებში. იგი სავარაუდოდ ააგო იტალეელმა არქიტექტორმა პეტროკ ანიბალმა, მდინარე მოსკოვის ნაპირზე. ეკლესიის ქტიტორია მოსკოვის დიდი მთავარი ვასილი III.

ამაღლების ეკლესია ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც 1532 წელს, ტახტის მემკვიდრის, მომავალი მეფე ივანე მრისხანის დაბადების ზეიმის აღსანიშნავად ააგეს. სრულიად განსხვავებული, არაკანონიკური თეთრი ეკლესია, იმ დროისათვის ნამდვილი გარღვევა იყო, რადგან ის ბიზანტიური ტრადიციებით აშენდა.

ეკლესიას ზემოდან ჯვრის ფორმა აქვს. ვიწრო პილასტრები, ისრისებური ფანჯრის ჩარჩოები, საკმაოდ რიტმული კიბის პასაჟები და ღია გალერეები ხაზს უსვამენ რუსული არქიტექტურის შედევრის დინამიურ ტენდენციას. მიჩნეულია, რომ მთლიანობაში ვერტიკალური კომპოზიცია, ნასესხებია ჩრდილოეთ რუსეთის ხის ეკლესიებისგან.

ეკლესიის შენობა შედის მუზეუმ-ნაკრძალ კოლომენსკოეს შემადგენლობაში.

1994 წელს, აღიარა რა კაცობრიობის თვალსაჩინო ფასეულობის ნიმუშად, იუნესკომ კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

2000 წლის 8 დეკემბერს ეკლესია კვლავ აკურთხეს. 1994 წლიდან, ეკლესიას აქვს საპატრიარქო კომპლექსის ტაძრის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]