პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პავლოვსკი Павловск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი | ||||
კოორდინატები | 59°41′00″ ჩ. გ. 30°26′00″ ა. გ. / 59.68333° ჩ. გ. 30.43333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1777 | ||||
ადრეული სახელები |
1796 წლამდე — პავლოვსკოე-სელო; 1918 წლამდე — პავლოვსკი; 1944 წლამდე — სლუცკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1796 | ||||
ფართობი | 36.797 კმ² | ||||
მოსახლეობა | 16 087[1] კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 812 | ||||
საავტომობილო კოდი | 78, 98, 178 | ||||
ოფიციალური საიტი | omsu-pavlovsk.spb.ru | ||||
პავლოვსკი (რუს. Павловск) — ქალაქი რუსეთში, ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს პუშკინის რაიონში, მდინარე სლავიანკას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან სამხრეთით 25 კილომეტრში და პუშკინის ცენტრიდან 3 კილომეტრში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 16 087 ადამიანს შეადგენდა. 1918-1944 წლებში ქალაქს ერქვა სლუცკი, რევოლუციონერ ვერა სლუცკაიას პატივსაცემად.
ქალაქის დიდი ტურისტული მნიშვნელობა აქვს, ქალაქში მდებარეობს პავლოვსკის სასახლე და პარკი. ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს)[2].
პავლოვსკის კლიმატი ზომიერი და ნოტიოა, რომელიც ზღვიურიდან კონტინენტურში გადადის. დღის ხანგრძლივობა ზამთრის სეზონზე დაახ. 5 საათსა და 51 წუთს, ხოლო ზაფხულის სეზონში დაახ. 18 საათსა და 50 წუთს შეადგენს. ქალაქში ჰიდრო რესურსები საკმაოდ დაბინძურებულია, რაც ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. გარემოს დაბინძურებას ძირითადად საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვევს, რომელთა გადამამუშავებელი სათანადო დაწესებულებები არ არის[3].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2018-11-09 საიტზე Wayback Machine.
- პავლოვსკი ენციკლოპედიაში „ჩემი ქალაქი“ დაარქივებული 2009-11-30 საიტზე Wayback Machine.
- პავლოვსკის სასახლე და პარკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Госкомстат РФ. Итоги ВПН 2010. Том 1. Численность и размещение населения დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine. : 11. Численность населения России, федеральных округов, субъектов Российской Федерации, городских округов, муниципальных районов, городских и сельских поселений დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Historic Centre of Saint Petersburg and Related Groups of Monuments. UNESCO World Heritage Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2009-08-28.
- ↑ Колпино: заводская, но чистая окраина. «metro-Санкт-Петербург» № 151(1055) (29 августа 2006), стр. 3
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540-007 ინგლ. • რუს. • ფრ. |