შინაარსზე გადასვლა

კუნძულთა რკალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიუკიუს კუნძულები წარმოქმნიან კუნძულთა რკალს
კუნძულთა რკალები

კუნძულთა რკალები — თანამედროვე გეოსინკლინური სისტემების ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც რელიეფში გამოსახულია კონტინენტიდან ოკეანისაკენ გარდამავალ ზონებში. კუნძულთა რკალები ხაზობრივი მთათა სისტემებია, — ვულკანური კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც განაპირა ზღვების ქვაბულებს გამოყოფენ ღრმა ზღვის ღარებისაგან.[1]

კუნძულთა რკალები ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური და ანდეზიტური შედგენილობის ვულკანოგენური წყებებით აგებული წყალქვეშა ქედებია, რომელთა თხემები ცალკეული კუნძულების სახითაა ამოწვდილი წყლის ზედაპირზე. ამ ქედების სიგანეა 40-50 და 200-400 კმ, ხოლო სიგრძე 1000 კმ და მეტი. ხშირად კუნძულთა რკალები ორი პარალელური ქედით არის წარმოდგენილი, რომელთაგან გარე, ღრმა ზღვის ღარისაკენ მიმართული ქედი მხოლოდ წყალქვეშაა. ამ შემთხვევაში ქედები ერთმანეთისაგან გათიშულია 2-3 კმ სისქის ნალექებით ამოვსებული 3-4,5 კმ სიღრმის გასწვრივი დეპრესიით.[2]

კუნძულთა რკალების უმეტესი ნაწილი წყნარი ოკეანის ჩრდილო და დასავლეთ კიდეზეა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. კუნძულთა რკალები ცნობილია ანტილ-კარიბის რეგიონსა და სკოშის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულთა რკალების საზღვრებზე ღრმა ზღვის ღარებთან ერთად წარმოიქმნება აკრეციული პრიზმები.[3]

კუნძულთა რკალები ფორმირდება ფილების კონვერგენტული საზღვრების არეებში, სადაც ოკენური ფილა იძირება ოკეანური ფილის ქვეშ. კუნძულთა რკალების 2 ტიპი გამოიყოფა 1). ენსიალური და 2). ენსიმატური. ენსიალური კუნძულთა რკალის მაგალითია იაპონიის კუნძულები, ენსიმატურის მარიანას კუნძულთა რკალი. ენსიალური კუნძულთა რკალი ხასიათდება სქელი კონტინენტური ქერქით და განვითარებული გრანიტული ფენით. ენსიმატური კუნძულთა რკალებისათვის, რომელთა გრანიტული ფენა სუსტად არის განვითარებული, დამახასიათებელია ტიტანით ღარიბი და მაგნიუმით მდიდარი ანდეზიტები — ბონინიტები. ასევე კუნძულთა რკალებისთვის ვულკანური მოქმედებების ბოლო საფეხურზე დამახასიათებელია გამჟავიანების ტენდენცია.[4]

კუნძულთა რკალებისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ვულკანიზმი, სეისმურობა, მომატებული სითბური ნაკადი. კუნძულთა რკალების კომპლექსთან დაკავშირებულია ოქროს, სპილენძ-პორფირული, სპილენძ-ალმადნური, სპილენძ-ალმადან-პოლიმეტალური მადნები, რკალისწინა დანალექ აუზებში ცნობილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბუდობები.[3] კუნძულთა რკალები, — დედამიწაზე ცნობილი ყველაზე უფრო გრანდიოზული მთათა ჯაჭვებია. სწორედ მათ ფარგლებში ფიქსირდება ხშირად დამანგრეველი მიწისძვრები. გაგება კუნძულთა რკალები და ვულკანური რკალები ერთმანეთს არ თანხვდება.[5]

კუნძულთა რკალებიქვეყანაღარიაუზი ან განაპირა ზღვაზედა ფილასუბდუქციური ფილა
ალეუტის კუნძულებიაშშალეუტის ღარიბერინგის ზღვაჩრდილოამერიკული ფილაწყნაროკეანური ფილა
კურილის კუნძულებირუსეთიკურილ-კამჩატკის ღარიოხოტის ზღვაჩრდილოამერიკული ფილაწყნაროკეანური ფილა
იაპონიის არქიპელაგიიაპონიაიაპონიის ღარი / ნანკაის ღრმულიიაპონიის ზღვაჩრდილოამერიკული ფილა, ევრაზიის ფილაწყნაროკეანური ფილა, ფილიპინების ზღვის ფილა
რიუკიუიაპონიარიუკიუს ღარიაღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა (ოკინავის ღრმული)ევრაზიის ფილაფილიპინების ზღვის ფილა
ფილიპინების კუნძულებიფილიპინებიფილიპინების ღარისამხრეთ ჩინეთის ზღვა, სულავესის ზღვაევრაზიის ფილაფილიპინების ზღვის ფილა
ზონდის კუნძულებიინდონეზიაიავის ღარიიავის ზღვა, ფლორესის ზღვაევრაზიის ფილაავსტრალიის ფილა
ანდამანის და ნიკობარის კუნძულებიინდოეთიჩრდილოეთ იავის ღარიანდამანის ზღვაევრაზიის ფილაინდო-ავსტრალიის ფილა
იძუ და ოგასავარის კუნძულებიიაპონიაიძუ-ოგასავარის ღარიფილიპინების ზღვის ფილაწყნაროკეანური ფილა
მარიანას კუნძულებიაშშმარიანას ღარიფილიპინების ზღვის ფილაწყნაროკეანური ფილა
ბისმარკის არქიპელაგიპაპუა ახალი გვინეაახალი ბრიტანეთის ღარიწყნაროკეანური ფილაავსტრალიის ფილა
სოლომონის არქიპელაგისოლომონის კუნძულებისან-კრისტობალის ღარიწყნაროკეანური ფილაავსტრალიის ფილა
ახალი ჰებრიდივანუატუახალი ჰებრიდის ღარიწყნაროკეანური ფილაავსტრალიის ფილა
ტონგის კუნძულებიტონგატონგის ღარიავსტრალიის ფილაწყნაროკეანური ფილა
ანტილის კუნძულებიპუერტო-რიკოს ღარიკარიბის ზღვაკარიბის ფილაჩრდილოამერიკული ფილა, სამხრეთამერიკული ფილა
სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებიდიდი ბრიტანეთისამხრეთ სენდვიჩის ღარისკოშის ზღვასკოშის ფილასამხრეთამერიკული ფილა
ეგეოსის ან ელინური რკალისაბერძნეთიაღმოსავლეთ ხმელთაშუა ღარიეგეოსის ზღვაეგეოსის ზღვის ფილა ან ელინური ფილააფრიკის ფილა
სამხრეთ ეგეოსის ვულკანური რკალისაბერძნეთიაღმოსავლეთ ხმელთაშუა ღარიეგეოსის ზღვაეგეოსის ზღვის ფილა ან ელინური ფილააფრიკის ფილა
  • Островные дуги. Сб. ст., пер. с англ., М., 1952;
  • Горшков Г. С., Вулканизм Курильской островной дуги, М., 1967;
  • Пущаровский Ю. М., Введение в тектонику Тихоокеанского сегмента Земли, М., 1972;
  • Удинцев Г. Б., Геоморфология и тектоника дна Тихого океана, М., 1972;
  • Зо­нен­шайн Л. П., Кузь­мин М. И. Па­лео­гео­ди­на­ми­ка. 2-е изд. М., 1993;
  • Ха­ин В. Е., Ло­ми­зе М. Г. Гео­тек­то­ни­ка с ос­но­ва­ми гео­ди­на­ми­ки. 3-е изд. М., 2010.
  • Mitchell A. H., Reading H. G., Evolution of Island arcs, «Journal of Geology», 1971, v. 79, № 3.
  1. კუნძულთა რკალები — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  2. მგელიაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.  გვ. 76.
  3. 1 2 კუნძულთა რკალები — დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2017-05-11 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  4. Kent C. Condie. Earth as an evolving planetary system. Academic Press is an imprint of Elsevier., 2005, 463p.
  5. Островные дуги и их роль в эволюции континентальной окраины (რუსული)