შინაარსზე გადასვლა

გარდამავალი ზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარდამავალი ზონადედამიწის ერთ-ერთი უდიდესი მორფოსტრუქტურა, რომელიც მოიცავს კონტინენტის წყალქვეშა კიდესა და ოკეანის ფსკერს შორის მდებარე სივრცეს. გარდამავალი ზონა ტიპურად წარმოდგენილია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ და დასავლეთ კიდეებზე, ატლანტის ოკეანის კარიბისა და სკოშის ზღვებში, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეზე.

მისი დამახასიათებელი ნაწილებია განაპირა ზღვების ქვაბულები, კუნძულთა რკალები და ღრმა ზღვის ღარები.

რელიეფი უაღრესად კონტრასტულია (11 კმ-მდე სიღრმის ღრმა ზღვის ღარები და კუნძულთა რკალებზე 5-7 ათ. მ-ზე აწვდილი ვულკანური მთები). ღრმა ზღვის ქვაბულის ძირზე დედამიწის ქერქი სუბოკეანურია, კუნძულთა რკალების ქვეშ – სუბკონტინენტური და ზოგჯერ კონტინენტურიც, ხოლო ღრმა ზღვის ღარებში – სუბკონტინენტური, სუბოკეანური და ოკეანური ტიპისა. გარდამავალი ზონა თანამედროვე ვულკანიზმის, ინტენსიური სეისმურობისა და მთათაწარმოშობის მხარეა.