შინაარსზე გადასვლა

კრატერული ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრატერული ტბა ან ვულკანური ტბატბა, წარმოქმნილი ვულკანური კრატერის, კალდერის, მაარის ან დარტყმითი კრატერის წყლით შევსების გზით. რადგანაც კრატერს, როგორც წესი, აქვს წრის ფორმა და მაღალი კედლები, კრატერულ ტბას აქვს ცოტა შენაკადი და თითქმის არ აქვს მდინარეული ჩამონადენი. კრატერი ჩვეულებრივ ივსება წვიმის წყლით (მაარები - გრუნტის წყლებით) და წონასწორობას აღწევს შეღწევადობისა და აორთქლების შედეგად. დროთა განმავლობაში ეროზიის გამო შეიძლება წარმოიშვას მიწისზედა დინება ან შედინებაც კი, როგორც მაგალითად ტაუპოს ტბა ახალ ზელანდიაში, რომელზეც მიედინება მდინარე უაიკატო.

ირასუ, კოსტა-რიკა
ვენჩი, ეთიოპია
კუიკოჩა, ეკვადორი
1991 წელს წარმოშობილი ტბა ვულკან პინატუბოს ამოფრქვევის შემდეგ, ფილიპინები
ბოსუმტვი, განა

ვულკანურ კრატერში წყალი ზოგჯერ შეიცავს მინარევებს, რის გამოც ტბაში სიცოცხლე შეუძლებელია. ასეთი ხშირად გაფერადებული, მჟავებით გაჯერებული ტბების მაგალითებია რინკონ-დე-ლა-ვიეხა და ირასუ კოსტა-რიკაში. ნახშირორჟანგის შემცველობა შეიძლება ასევე იყოს საკმაოდ მაღალი და გახდეს ლიმნოლოგიური კატასტროფის მიზეზი, როგორიც მოხდა ნიოსის ტბაზე კამერუნში.

ზოგიერთი კრატერული ტბა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწა:

მარსი:

  • Jezero
ტბა ლახერ-ზე
ტბა ლახერ-ზე