შინაარსზე გადასვლა

კატმაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატმაი
კატმაი და კრატერული ტბა, 1980 წლის სექტემბერი
კატმაი და კრატერული ტბა, 1980 წლის სექტემბერი
კოორდინატები: 58°16′43″ ჩ. გ. 154°57′24″ დ. გ. / 58.27861° ჩ. გ. 154.956917° დ. გ. / 58.27861; -154.956917
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 2047 
ქედი ალეუტის ქედი
ბოლო ამოფრქვევა 1912
კატმაი — ალასკა
კატმაი

კატმაი (ინგლ. Katmai) — მოქმედი ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის ნახევარკუნძულზე, ალეუტის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე 2047 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. 1912 წლის 6 ივნისს მოხდა უძლიერესი ამოფრქვევა; კრატერის ადგილზე წარმოიშვა კალდერა ტბით, რომლის ზომებია 4,5×3 კმ. სიღრმე დაახლოებით 1200 მ. ამოფრქვევის შემდეგ კალდერაში მოხდა ბლანტი ლავის უმნიშვნელო ამოფრქვევა, რომელმაც შექმნა ვულკანური გუმბათი. 1956 წელს კვლავ ახლდა ძლიერი აფეთქებები. კატმაი სტრატოვულკანია. ამოფრქვევას წინ უსწრებს ვულკანური მიწისძვრა. კატმაის კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფიჭვის ტყით, ზედა ნაწილში მთის ტუნდრაა. ჩრდილოეთ კალთაზე მყინვარებია. შედის კატმაის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. ბინადრობს ალასკის მურა დათვი, გვხვდება ფრინველების 150 სახეობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]