ტრავმატოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრავმატოლოგია (ბერძნ. trauma — ჭრილობა, დაზიანება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანოთა და ქსოვილთა დაზიანებას, მის გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ფართო გაგებით მოიცავს სხვადასხვა ქირურგიული დისციპლინის (ნეიროქირურგია და სხვ.) მრავალ საკითხს. ვიწრო გაგებით ტერმინი „ტრავმატოლოგია“ იხმარება კლინიკური მედიცინის იმ დარგის აღსანიშნავად, რომელიც შეისწავლის საყრდენ-სამოძრაო აპარატისა (ძვლები, სახსრები, კუნთები, მყესები, იოგები) და კანის დაზიანებებს.

ტრავმატოლოგია მედიცინის უძველესი დარგია. მუმიფიცირებული და მეომრების გვამების ნაშთებზე აღმოჩენილია პალმის ფოთლებით დაფიქსირებული, სწორად შეხორცებული ძვლების მოტეხილობათა ნიშნები, ქირურგიული ინსტრუმენტები ტრავმული ოპერაციებისათვის და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]