ონკოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ონკოლოგია (ბერძ. onkos — მასა, სიმსივნე) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სიმსივნეთა წარმოშობის მიზეზებს, კლინიკურ მიმდინარეობას და ამუშავებს მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. ონკოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთ დარგებთან, როგორიცაა ბიოლოგია (ციტოლოგია და გენეტიკა), ქიმია, პათოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, რადიოლოგია და სხვა.

დამოუკიდებელ სამეცნიერო-ბიოლოგიურ დისციპლინად ონკოლოგია ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნეში, მას შემდეგ, რაც დაიწყო სიმსივნის ზრდის ექსპერიმენტული შესწავლა. ამ პროცესის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება მიხეილ ნოვინსკი, რომელმაც 1876 წელს სიმსივნე ძაღლიდან ლეკვს გადაუნერგა.

თეორიები სიმსივნეთა წარმოქმნის შესახებ ყალიბდებოდა ძირითადად გერმანელი პათოლოგანატომების, ექსპერიმენტატორეაგაის და სხვათა გამოკვლევებისა და აღმოჩენების საფუძველზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]