კომბოსტოს ფოთოლჭამია
იერსახე
| კომბოსტოს ფოთოლჭამია | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Phaedon cochleariae (Fabricius, 1792) | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
კომბოსტოს ფოთოლჭამია (ლათ. Phaedon cochleariae) — ფართოდ გავრცელებული მავნებელი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. ბინადრობს ევროპაში.[1] კვერცხის ფორმისაა, ლურჯი ან წითელი ფერის. მამრის სიგრძე 3–3,5 მმ-ია, მდედრისა — 4–4,5 მმ, მატლები 5,5 მმ სიგრძისაა, ფერად მუქი-ყვითელი, შავი თავით. იზამთრებენ მცენარულ ნარჩენებში, გაზაფხულზე იკვებებიან კომბოსტოს ნათესში გავრცელებული სარეველებით, შემდეგ გადადიან კულტურულ მცენარეებზე, მათ შორის რაფსზეც. კვერცხს დებენ პატარა ორმოებში. ემბრიონალური განვითარება 8–12 დღე გრძელდება. წელიწადში ერთხელ მრავლდებიან.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Warchalowski, A. (2003). Chrysomelidae. The Leaf-beetles of Europe and the Mediterranean Area. Warsawa: Natura Optima Dux.
- ↑ ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 21.
| ||||||||||||||||