კომბოსტოს ბლეკროტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლეკროტი კომბოსტოს ფოთოლზე

კომბოსტოს ბლეკროტი (ინგლ. black rot„შავი სიდამპლე“) — კომბოსტოს ბაქტერიული დაავადება. გამომწვევია Xanthomonas campestris. დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება კომბოსტოს ჩითილის გადარგვიდან 3–4 კვირის შემდეგ. კომბოსტოს როზეტის განვითარების პირველ ეტაპზე ქვედა ფოთლების კიდეებზე ჩნდება ადგილობრივი შავი ფერის ლაქები, რომლებზეც კარგად ჩანს გაშავებული ჭურჭლების ბადეები. ღეროს გადანაჭერზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გაშავებული ჭურჭლები. ფოთლის ძარღვები შავდება, მათ შორის მოთავსებული ქსოვილი კი ყვითლდება. დაზიანებული ქსოვილები ხმება და თხელდება. დაავადების სიმპტომები ასევე ვლინდება ფოთლის კიდეების გაყვითლების სახით. ღეროს დაავადების დროს გამომწვევის მიერ გამოყოფილი წებო აზიანებს ჭურჭლოვან სისტემას. ჭურჭლები შავდება, ხმება და ვეღარ ასრულებს საჭირო ფუნქციას. დაავადებული მცენარე ხშირად ვერ ახდენს თავის ფორმირებას; თუ მაინც მოხერხდა, თავი განუვითარებელი რჩები.[1]

ბრძოლის ღონისძიებები: საღი სათესლე მასალის გამოყენება, დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან, კულტურათა მონაცვლეობა, დაინფიცირებული ნიადაგების გამოცვლა ან დეზინფექცია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.