კომბოსტოს ბუგრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კომბოსტოს ბუგრი
Melige koolluis op boerenkool, Brevicoryne brassicae on curley kale (6)bewerkt.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brevicoryne brassicae (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Aphis brassicae

კომბოსტოს ბუგრი (ლათ. Brevicoryne brassicae) — მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა. განვითარების მიხედვით, გვხვდება როგორც ფრთიანი, ასევე უფრთო ბუგრი. უფრთო ბუგრის სხეულის სიგრძეა 1,8–2,4 მმ, დაფარულია მოთეთრო-ცვილისებრი მტვრით. ფერად ღია მწვანეა, აქვს შავი თავი. ფრთიანი ბუგრის სიგრძე 1,5–2 მმ-ს შეადგენს. თავი და მკერდი მუქია, მუცელი — მოყვითალო-მწვანე და დაფარულია ცვილისებრი მტვერით. მავნებელი მწერია.[1] აზიანებს კომბოსტოს,[2] ყვავილოვან კომბოსტოს,[1] ბროკოლს.[3] ცხოვრობს დიდ კოლონიებად. მისი კოლონიებით დასახლებული და დაზიანებული ფოთლები თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ და იკრუნჩხებიან, მცენარე ზრდაში ჩამორჩება, ხარისხიანი თავები არ მიიღება, სათესლე მცენარეები სუსტდებიან და სრულფასოვან თესლს აღარ იძლევიან. მავნეა გაზაფხულზე, ზაფხულსა, შემოდგომაზე.[1] ზამთრობს კვერცხის ფაზაში, ველური ჯვარყვავილოვნების ფოთლებისა და კომბოსტოს მოსავლის ნარჩენებში.[4]

არასრული გარდაქცევის მწერია, მრავლდება ჰეტეროგენეზურად (სქესობრივი და უსქესო გამრავლება ერთ სავეგეტაციო პერიოდში მორიგეობით ხორციელდება), გააჩნია მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი, დამზიანებელი ფაზებია მატლი და იმაგო.[4]

ბრძოლის ღონისძიებები: ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, მცენარეული ნარჩენების შეგროვება და განადგურება, რაც ამცირებს ბუგრების რაოდენობას, ქიმიური წამლობები (ამ დროს რეკომენდებულია დელტამეტრინის, თიამეთოქსამის, ციპერმეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდების გამოყენება).[1][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  2. შავკაციშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 601.
  3. 3.0 3.1 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. ბროკოლის წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  4. 4.0 4.1 მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების დაცვა. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.