კომბოსტოს თეთრულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კომბოსტოს თეთრულა
Large White. Pieris brassicae - Flickr - gailhampshire (1).jpg
მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pieris brassicae (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Papilio brassicae (Linnaeus, 1758)

კომბოსტოს თეთრულა (ლათ. Pieris brassicae) — მწერი თეთრულასებრთა ოჯახისა. ზრდასრული მატლი მოყვითალო-მომწვანოა, ზურგსა და გვერდებზე შავი წერტილები და ყვითელი ზოლები აქვს. დედალ პეპელას ფრთის ქვედა მხარეზე ორი შავი ლაქა აქვს, მამლის ფრთები სადაა, ზედა მხარეს ლაქის გარეშე, გააჩნია მხოლოდ ორი ლაქა ფრთების ქვედა მხარეს და ნამგლისებური ლაქა ფრთების წვეროზე.[1] ახასიათებს სრული მეტამორფოზი, მატლს აქვს მღრღნელი პირის აპარატი, ზრდასრულ ფაზას — მწუწნი.[2]

მავნებელი მწერია. ზიანს აყენებს უმთავრესად კომბოსტოს,[3] აგრეთვე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ხეხილს.[4] მატლები იკვებებიან ფოთლის რბილობით. დაზიანების შემდეგ მთელი ფოთლიდან მხოლოდ მთავარი ძარღვიღა რჩება. მავნეა გაზაფხულზე და ზაფხულში.[1] წელიწადში იძლევა 2-3 თაობას. ზამთრობს ჭუპრის ფაზაში სხვადასხვა მცენარეულ ნარჩენებსა და სხვა თავშესაფრებში.[2]

ბრძოლის ღონისძიებები: მცენარეული ნარჩენების მოცილება და განადგურება, ქიმიური წამლობა (რეკომენდებულია ციპერმეტრინის, დელტამეტრინის, ლამბდა ციჰალოტრინის, ბიფეტრინის, მალათიონის, იმიდაკლოპრიდის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდების გამოყენება).[1] ეფექტიანი ბიოაგენტია Cotesia glomerata (Apanteles glomeratus), რომელიც პარაზიტობს მატლის ფაზაში.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების დაცვა გვ. 4. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  3. შავკაციშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 601, თბ. 1980 წელი.
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 641, თბ. 1979 წელი.