კომბოსტოს გაზაფხულის ბუზი (ლათ.Delia radicum) — მწერიყვავილის ბუზებისოჯახისა. ზრდასრული დედალი ბუზი ღია ნაცრისფერია. მუცელზე გასდევს ვიწრო ლაქებად დაყოფილი მურა ზოლი. მამალი ამავე ფერისაა. მკერდზე ზურგის მხარეს გასდევს სამი მუქი ფერის ზოლი. ბუზის სხეულის სიგრძე 6–6,5 მმ-ია. მატლი ცილინდრისებრი ფორმისაა, თეთრი ან მოყვითალო ფერის. მისი სიგრძე 7–8 მმ შეადგენს. მავნებელი მწერია. ძირითადად აზიანებს კომბოსტოს (თავიანი, ყვავილოვანი, ბროკოლი) საადრეო ჯიშებს, მატლები აზიანებენ კომბოსტოს ფესვებს, რის შედეგადაც მცენარე ან იღუპება, ან მისი განვითარება ფერხდება. მავნეა გაზაფხულზე და ზაფხულში.[1]
ბრძოლის ღონისძიებები: კომბოსტოს მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მცენარეული ნარჩენების განადგურება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური წამლობები (მალათიონის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდები).[1]