ფოთლიჭამიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთლიჭამიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ფოთლიჭამიასებრნი
ლათინური სახელი
Chrysomelidae

ფოთლიჭამიასებრნი (ლათ. Chrysomelidae) — მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ კვერცხისებური, მომრგვალო, ცილინდრული სხეული, რომლის სიგრძე 1 სმ აღწევს. ცხოვრობენ ღიად, იშვიათად ნიადაგში (Eumolpinae), წყალსაცავების ნაპირებზე (Donaciinae). მსოფლიოში ცნობილია ფოთლიჭამიასებრთა 40 000 სახეობა. საქართველოში — 250-მდე. აქედან 132 სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ტყის ჯიშების მავნებელია (ალვის ხის, მურყნის, რაფსის, პირშუშხას ფოთლიჭამია, კოლორადოს ხოჭო). იკვებებიან ფოთლებით (აქედანაა სახელწოდება) და აზიანებენ მათ — ფოთლის ფირფიტაზე აკეთებენ ხვრელებს, გამოჭამენ ნაპირებს, მატლები კი ფოთლის ქსოვილს ნაღმავენ.

ბრძოლის ღონისძიებები: ინსექტიციდების შესხურება და შეფრქვევა, შესაბამისი აგროტექნიკის გამოყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]