ნაირმჭამელი ხოჭოები
იერსახე
ნაირმჭამელი ხოჭოები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Cetonia aurata | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Polyphaga (Emery, 1886) | ||||||||||||
|
ნაირმჭამელი ხოჭოები (ლათ. Polyphaga) — ხოჭოების ქვერიგი. ხორცისმჭამელი ხოჭოებისაგან (Adephaga) განსხვავდებიან უკანა ფეხების პატარა მენჯებით (კოქსებით), რომლებიც არ ფარავენ მუცლის პირველ სეგმენტს, და ქვედა ყბების (2 წყვილი საცეცების) დაუნაწევრებელი გარეთა ტოტებით. კვება და ბინადრობის არეალი მრავალფეროვანია. აერთიანებს 150-მდე ოჯახს. ნაირმჭამელებს მიეკუთვნება ხოჭოების აბსოლუტური უპირატესობა (დაახლ. 90%).[1]
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოიცავს შემდეგ ინფრარიგებს:
- Bostrichiformia — მ.შ. ავეჯის რკილი (Anobium punctatum) და ტყავიჭამიასებრნი (Dermestidae);
- Cucujiformia — მ.შ. ჭიამაიასებრნი, ხარაბუზასებრნი, ცხვირგრძელა ხოჭოები (Curculionoidea), ჭრელასებრნი, ფოთლიჭამიასებრნი;
- Elateriformia — მ.შ. ტკაცუნა ხოჭოები, ციცინათელები;
- Scarabaeiformia — მ.შ. ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი, რქიანასებრნი, ფუნაგორიები;
- Staphyliniformia — მ.შ. მოკლეზედაფრთიანი ხოჭოები, წყლის ხოჭოები (Hydrophilidae).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ РАЗНОЯДНЫЕ ЖУКИ // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 174.