კომბოსტოსებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კომბოსტოსებრნი
Eruca February 2008-1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Cruciferae

კომბოსტოსებრნი, ჯვაროსნები (ლათ. Cruciferae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვთ; ქვედა ფოთლები ხშირად ქმნის ფესვთანურ როზეტს.

ნაყოფი ჭოტი ან ჭოტაკია, ყვავილედი მტევნისებრი ან ფარისებრია. კომბოსტოსებრნი ორად გაყოფილი ან ვარსკვლავისებრი, ზოგჯერ მარტივი ბეწვებით შებუსული ან სრულიად შიშველი მცენარეებია (შებუსვას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სისტემატიკისათვის).

ოჯახი 380-მდე გვარის 3200-მდე სახეობას აერთიანებს. კომბოსტოსებრნი მეტწილად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არიან გავრცელებული. სახეობათა მნიშვნელოვანი ჯგუფები გვხვდება ასევე თანამედროვე და უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონშიც. საქართველოში კომბოსტოსებრნის 64 გვარის 180-მდე სახეობა იზრდება, მათ შორის ბევრი ლაკონური ენდემია. ოჯახში მრავალი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი და სხვა), ზეთოვანი (რაფსი, შალგი და სხვა), სანელებელი (მდოგვი, პირშუშხა), თაფლოვანი, საღებავი და სხვა მცენარეა. ბევრია სარეველაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]