შინაარსზე გადასვლა

კიტვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კიტვე
ინგლ. Kitwe
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
პროვინცია კოპერბელტის პროვინცია
კოორდინატები 12°49′00″ ს. გ. 28°12′00″ ა. გ. / 12.81667° ს. გ. 28.20000° ა. გ. / -12.81667; 28.20000
დაარსდა 1936
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 1212
მოსახლეობა 504 194 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +260 62
ოფიციალური საიტი http://www.kcc.gov.zm/
კიტვე — ზამბია
კიტვე

კიტვე (ინგლ. Kitwe) — ქალაქი ზამბიის ცენტრალურ ნაწილში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქი ლუსაკის შემდეგ. 1961 წელს სოფლები კიტვე და ნკანა გაერთიანდნენ, რის შემდეგაც დასახლებულ პუნქტს სახელად ეწოდა კიტვე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1966 წელს.

ქალაქი მდებარეობს კოპერბელტის პროვინციის ჩრდილოეთით, ქალაქ კალულუშიდან 14 კმ-ით აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1212 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქვეყნის სატრანსპორტო კვანძი და მთავარი სამრეწველო ცენტრი.

ეკონომიკა და ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სპილენძის საბადო

ქალაქთან ახლოს მდებარეობს სპილენძის და სპილენძ-ნიკელის მადნების დიდი საბადო. აქ მდებარეობს ზამბიაში უდიდესი სპილენძის სადნობი ქარხანა, რომელიც აწარმოებს 200 000 ტონამდე სპილენძს წელიწადში. ქალაქში ასევე მოქმედებს მანქანათმშენებლობის საწარმოები, ქიმიური, ავეჯის, კვების და სამკერვალო მრეწველობის საწარმოები.

ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური. სამგზავრო სარკინიგზო კავშირი არსებობს ქალაქებთან: ლუსაკა, ნდოლა და ლივინგსტონი[2], ხოლო სატვირთო სარკინიგზო ხაზები გრძელდება კიტვედან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეშახტეთა ქალაქებისკენ.

ქალაქიდან 12 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს აეროპორტი 2000 მეტრი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძით. 2005–2008 წლებში აეროპორტი რემონტის გამო დაიკეტა, ხოლო შემდეგ ისევ გაიხსნა. მაგრამ, რეგულარული რეისები ჯერაც არ ხორციელდება. ნდოლის აეროპორტი მდებარეობს 60 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კიტვედან, ის იღებს რეგულარულ რეისებს ლუსაკიდან, სოლვეზიდან, ადის-აბებიდან, ნაირობიდან და იოჰანესბურგიდან.

კიტვეში არსებობენ საფეხბურთო კლუბები „ნკანა“ და „პაუერ დაინამოზი“.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტვეს დამეგობრებული ქალაქებია:

  1. Kitwe, Zambia Page Falling Rain Genomics
  2. Seat61 website retrieved 2 June 2007, says information was correct in November 2006.