კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Київський національний університет імені Тараса Шевченка
Київський національний університет імені Тараса Шевченка.png
Universidad Roja de Kiev.jpg
დევიზი Utilitas honor et gloria, Utility Honor and Glory, Користь, честь і слава და სარგებელი, პატივი და დიდება
დაფუძნდა 1834
ატარებს სახელს ტარას შევჩენკო
დამფუძნებელი (-ები) ნიკოლოზ I
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი
რექტორი ვოლოდიმირ ბუჰროვი
სტუდენტი 25 000
მდებარეობა კიევი
ქვეყანა უკრაინა[1]
კავშირები უნივერსიტეტების დიდი ქარტია, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Enterprise Europe Network და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
აფილაცია უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი — უკრაინა
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
http://www.univ.kiev.ua/

კიევის უნივერსიტეტი ან შევჩენკოს უნივერსიტეტი (ოფიციალურად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი; უკრ. Київський національний університет імені Тараса Шевченка) ― მდებარეობს უკრაინის დედაქალაქში, კიევში. უკრაინის მასშტაბით უდიდესი ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. კიევის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.[3] კეუ უკრაინაში მესამე უძველესი უნივერსიტეტია ლვივის უნივერსიტეტისა და ხარკივის უნივერსიტეტის შემდეგ. 2022 წლისთვის უნივერსიტეტი 15 დაწესებულებას (აკადემიურ განყოფილებას) და ხუთ ინსტიტუტს მოიცავს.

უნივერსიტეტი 1834 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დააარსა,[4] როგორც კიევის ვლადიმირ I დიდის საიმპერიო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კეუ კავშირის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: ნიკოლაი ბუნგე, მიხაილ დრაგომანოვი, მიხეილ გრუშევსკი, ნიკოლაი ბერდიაევი, მიხაილ ბულგაკოვი, ივან შმალჰაუზენი, ფეოდოსი დობრაჟანსკი, ვიაჩესლავ ჩორნოვილი, ლეონიდ კრავჩუკი და სხვ.

რეიტინგი და თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014-2017 წლებში Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო დასახელებული.[5] 2009 წელს ჟურნალმა Delovoy ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტი უკრაინის საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა აკადემიური მიმართულებების სიძლიერის მიხედვით.[6] Compas-ის მიერ ჩატარებულ რეიტინგში უკრაინის 228 უნივერსიტეტს შორის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა უკრაინის შრომით ბაზარზე კურსდამთავრებულთა შესაბამისობის მაჩვენებლით.[7] Scopus-ის მიხედვით (2009), ყველა უკრაინულ უნივერსიტეტზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით.[8] Webometrics-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში კეუ 8 000 უნივერსიტეტს შორის 1 110-ე ადგილზეა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 63-ე ადგილზეა,[9] ხოლო უკრაინის მასშტაბით, წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება.[10]

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის ეროვნული უნივერსიტეტი 400-მდე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და 40-მდე ქვეყნის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამები აქვს.[11] ქვემოთ მოცემულია პარტნიორი უნივერსიტეტების არასრული სია:

ქვეყანა უნივერსიტეტი ქვეყანა უნივერსიტეტი
სომხეთის დროშა სომხეთი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ათენის უნივერსიტეტი

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იტალიის დროშა იტალია ფლორენციის უნივერსიტეტი

მაჩერატის უნივერსიტეტი

ბელარუსის დროშა ბელარუსი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი იაპონიის დროშა იაპონია რიუკოკუს უნივერსიტეტი

აოიამის უნივერსიტეტი

ბელგიის დროშა ბელგია ლიეჟის უნივერსიტეტი კორეის დროშა კორეა Wonkwang University
კანადის დროშა კანადა მანიტობის უნივერსიტეტი პოლონეთის დროშა პოლონეთი ვარშვის უნივერსიტეტი
ჩინეთის დროშა ჩინეთი პეკინის უნივერსიტეტი

უხანის უნივერსიტეტი

რუსეთის დროშა რუსეთი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი კარლის უნივერსიტეტი

მასარიკის უნივერსიტეტი

ესპანეთის დროშა ესპანეთი ვალენსიის უნივერსიტეტი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი პანთეონ-ასასის უნივერსიტეტი გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ლიდსის უნივერსიტეტი
გერმანიის დროშა გერმანია მიუნხენის უნივერსიტეტი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი

აშშ-ის დროშა აშშ რატგერსის უნივერსიტეტი

პიტსბურგის უნივერსიტეტი

ორგანიზაცია და ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლები და ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი 14 ფაკულტეტსა და 6 ინსტიტუტს მოიცავს:

  • ქიმიის ფაკულტეტი
  • კომპიუტერული მეცნიერებისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტი
  • გეოგრაფიის ფაკულტეტი
  • გეოლოგიის ინსტიტუტი
  • ეკონომიკის ფაკულტეტი
  • ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ფაკულტეტი
  • ისტორიის ფაკულტეტი
  • მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტი
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი
  • ფიზიკის ფაკულტეტი
  • რადიოფიზიკის, ელექტრონიკისა და კომპიუტერული სისტემების ფაკულტეტი
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • სოციოლოგიის ფაკულტეტი
  • მომზადების ფაკულტეტი
  • სამართლის ინსტიტუტი[12]
  • ფილოლოფიის ინსტიტუტი
  • ჟურნალისტიკის ინსტიტუტი
  • საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი
  • სამხედრო ინსტიტუტი
  • სადოქტორო განათლების ინსტიტუტი
  • მაღალ ტექნოლოგიათა ინსტიტუტი
  • ბიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტი

სხვა ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი
  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორია[13]
  • უკრაინული ჰუმანიტარული ლიცეუმმი[14]
  • უკრაინის კვლევების ცენტრი[15]
  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის საინფორმაციო და კომპიუტერული ცენტრი[16] *ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის კანივის ბუნებრივი ნაკრძალი-პარკი[17]
  • ღია უნივერსიტეტი – ონლაინ სასწავლო პროგრამები[18]
  • მაქსიმოვიჩის სამეცნიერო ბიბლიოთეკა[19]
  • რეგიონული Cisco ქსელური აკადემია[20] *კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის სამეცნიერო პარკი[21]
  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის სამეცნიერო და კვლევითი დეპარტამენტი[22]
  • უკრაინის ფიზიკა-მათემატიკის ლიცეუმი[23]
  • აკადემიკოს ო. ფომინის სახელობის საუნივერსიტეტო ბოტანიკური ბაღი

ცნობილი კურსდათავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მეთაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო/მთავრობა სახელი თანამდებობა
უკრაინის დროშა უკრაინა ლეონიდ კრავჩუკი დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი (1991–1994)
უკრაინის დროშა უკრაინა პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი (2014–2019)
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა მიხეილ გრუშევსკი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური რადის პრეზიდენტი (1917–1918)
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა ვოლოდიმირ ვინიჩენკო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი (1917–1918) და უკრაინის დირექტორთა საბჭოს პირველი თავმჯდომარე (1918–1919)
საქართველოს დროშა საქართველო მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი (2004–2008 და 2008–2013), ვარდების რევოლუციიის ლიდერი
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა ანტანას მერკისი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი (1939-1940)
ისრაელის დროშა ისრაელი იცხაკ ბენ-ცვი ისრაელის მეორე პრეზიდენტი (1952–1963)
Flag of the Byelorussian SSR ბელორუსიის სსრ იან გამარნიკი ბელარუსიის კომუნისტური პარტიის პირველი მდივარნი (1928–1929)
უკრაინის სსრ-ის დროშა უკრაინის სსრ ვალენტინა შევჩენკო უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი პრეზიდიუმის თავმჯდომარე(1985–1990)
გაეროს დროშა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენადი უდოვენკო გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი (1997–1998)
კენიის დროშა კენია ამმინა მოჰამედი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მდივანი, კენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანი (2013–2018)

რესურსები ინეტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. https://eua.eu/about/member-directory.html
  3. QS World University Rankings 2019 en. ციტირების თარიღი: 2022-02-13
  4. To the University’s 175th Anniversary. ციტირების თარიღი: 2022-02-13
  5. Taras Shevchenko National University of Kyiv.
  6. Delovoy from 26.03.2009. University ranking 2009 ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-03. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  7. Ranking by Compas ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-28. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  8. Ranking by Scopus uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-15. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  9. Top Eastern Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-08. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  10. University Ranking in Ukraine // Webometrics Ranking of World Universities დაარქივებული 2010-04-26 საიტზე Wayback Machine.
  11. Подготовительное отделение. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  12. Створено Інститут права.
  13. Astronomical Observatory of Kyiv National University named after Taras Shevchenko uk. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  14. Український гуманітарний ліцей. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  15. ЦЕНТР УКРАИНОВЕДЕНИЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2022.
  16. ICC. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  17. Канівський природний заповідник. Канівський природний заповідник. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  18. www.univ.kiev.ua. KNU OU. ციტირების თარიღი: 7 April 2017
  19. Maksymovych Scientific Library. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  20. Мережева Академія Cisco :: Новини. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  21. Science Park Kyiv National Taras Shevchenko University. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  22. Науково-дослідна частина Київського університету. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  23. Український фізико-математичний ліцей КНУ ім. Т. Шевченка. ციტირების თარიღი: 7 July 2015