ფლორენციის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1321
ტიპი უნივერსიტეტი და არქივი[1]
რექტორი Luigi Dei
ქვეყანა იტალია
ტელეფონი +39 05527571[1] და +39 055275628[1]
კავშირები ORCID[2] [3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , Netval Research Universities Network[5] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[6] და Coalition for Advancing Research Assessment[7]
ფლორენციის უნივერსიტეტი — იტალია
ფლორენციის უნივერსიტეტი
https://www.unifi.it/[1]

ფლორენციის უნივერსიტეტიიტალიის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტი. შედგება 12 ფაკულტეტისაგან და მოიცავს 60 000-ზე მეტ სტუდენტს. გააჩნია თავისი ფაკულტეტ-ფილიალები ქალაქებში: პრატო, ემპოლი, პისტოია, სესტო ფიორენტინო, სან კაშიანო ინ ვალ დი პეზა (პეზას დაბლობის წმინდა კაშიანო), ვინჩი, ფილინე ვალდარნო, სან ჯოვანნი ვალდარნო (ვალდარნოს წმინდა იოანე).

1321 წელს ფლორენციის რესპუბლიკის მიერ გარდაქმნილ იქნა, როგორც Studium Generale, ხოლო 1349 წელს დამტკიცდა რომის პაპის მიერ. მის მიერვე გადაწყდა, რომ იტალიის პირველი საღვთისმეტყველებო ფაკულტეტი სწორედ ფლორენციაში დაარსდებოდა. თავის დროზე ჯოვანი ბოკაჩო აქ კითხულობდა ლექციებს დანტეს "ღვთაებრივ კომედიაზე". სტუდიუმი 1364 წელს ხდება საიმპერიო უნივერსიტეტი. 1387 წელს ევროპაში პირველი ბერძნული ენის კათედრა სწორედ აქ დაარსდა. თუმცა 1461 წელს, როდესაც ლორენცო ბრწყინვალემ ფლორენციაში ძალაუფლება ხელთ იგდო, გადატანილ იქნა პიზაში. შარლ VIII-ის დროს იგი ისევ იქნა გადატანილი ფლორენციაში 1497-1515 წლებში, მაგრამ მედიჩების დინასტიის რესპუბლიკის დედაქალაქში რესტავრაციის შემდეგ მოხდა მისი ისევ პიზაში დაბრუნება. უნივერსიტეტის ამ ხშირმა ადგილცვლილებამ არათუ შელახა მისი პრესტიჟი, არამედ კოზიმო I მედიჩის დროს ხდება მისი კათედრების რაოდენობის ზრდა, მედიცინის ფაკულტეტზე სწავლებისა და პრაქტიკის სრულყოფა, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის ზრდა კრუსკასა და ჩიმენტოს აკადემიათა მიერ. ეს მდგომარეობა უცვლელი რჩება იტალიის გაერთიანებამდე. 1859 ტოსკანის დიდი მთავრის განდევნის შემდეგ, უნივერსიტეტის ყველა დაწესებულება გაერთიანებულ იქნება პრაქტიკულ და სრულყოფის მეცნიერებათა ინსტიტუტად, რომელიც ერთი წლის შემდეგ, 1860 წელს აღიარებულ იქნა იტალიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უნივერსიტეტად. თანამედროვე ტიტულატურა კი უნივერსიტეტმა 1924 წელს მიიღო.

არცთუ დიდი ხნის წინ სასწავლებლის ყველა დაწესებულება ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. დღეს კი იქ მხოლოდ ჰუმანიტარული ფაკულტეტებია დარჩენილი. უნივერსიტეტს გააჩნია მდიდარი საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი. 1999 წელს აღიარებულ იქნა ევროკავშირის მიერ, 2001 წელს კი იტალიის განათლების სამინისტროს მიერ-საკომუნიკაციო და მედიის ინტეგრაციის სფეროში.

ფლორენციის უნივერსიტეტის ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები (2004-2005 წ.წ.)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფაკულტეტი - 12
  • განყოფილება (დეპარტამენტი) - 70
  • ბაკალავრიატის კურსები - 122
  • მაგისტრატურის კურსები - 111
  • დოცენტები -2 288
  • ბინა სტუდენტებისათვის - 960
  • სტიპენდიები - 5 200
  • სტუდენტები - 60 436

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]