შინაარსზე გადასვლა

მიხაილ დრაგომანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაილ დრაგომანოვი
უკრ. Михайло Петрович Драгоманов
დაბადების თარიღი 18 (30) სექტემბერი, 1841[1] [2]
დაბადების ადგილი გადიაჩი[3]
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1895(1895-07-02)[4] [1] [2] (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფია, ბულგარეთის სამთავრო[3]
დასაფლავებულია Central Sofia Cemetery
ფსევდონიმი Толмачев, Толмачов, Українець, М. Кузьмичевський, П. Кузьмичевський, Кирило Василенко, Волинець, М. Галицький, М. Гордієнко, П. Петрик, Чудак და М. Т—ов
საქმიანობა ანთროპოლოგი, ისტორიკოსი[4] , ფილოსოფოსი, პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და collector of fairy tales
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი Q56709687?
მეუღლე Dragomanova Ludmyla
შვილ(ებ)ი Dragomanov Svitozar, Lidia Shishmanova და Ariadna Trush

მიხაილ პეტრეს ძე დრაგომანოვი (უკრ. Михайло Петрович Драгоманов; დ. 18 სექტემბერი, 1841, გადიაჩი — გ. 2 ივლისი, 1895, სოფია) — უკრაინელი პოლიტიკის თეორეტიკოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე კიევში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხაილ დრაგომანოვი დაიბადა კაზაკური წარმომავლობის დიდგვაროვნის, პეტრე იაკიმოვიჩ დრაგომანოვის ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ გადიაჩის სკოლაში, პოლტავის უფროსთა სკოლასა და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა. იგი უკრაინელი პოეტის, ლარისა კოსაჩის (ლესია უკრაინკა) ბიძა და ოლგა დრაგომანოვა-კოსაჩის ძმა იყო. ბიძამისი, იაკივ დრაგომანოვი, დეკაბრისტთა მოძრაობის მონაწილე და გაერთიანებულ სლავთა საიდუმლო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გამო პოლიტიკური პატიმარი იყო. მისი ცოლი, ლუდმილა დრაგომანოვა, ცნობილი მსახიობი იყო.[5] წყვილს ერთი ქალიშვილი, ლიდია შიშმანოვა ჰყავდა.[6]

1870-1875 წლებში დრაგომანოვი კიევის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მაგრამ უკრაინული მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო, რომელმაც პიკს 1876 წელს ემსის უკაზის გამოცემისას მიაღწია, დრაგომანოვი იძულებული გახდა, რუსეთის იმპერია დაეტოვებინა და ჟენევაში გადასახლდა. ემიგრაციის პერიოდში მან პოლიტიკური, კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობა გააგრძელა. 1885-1895 წლებში სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. დრაგომანოვს ეკუთვნის უკრაინის ეროვნული მოძრაობისთვის შედგენილი პირველი სისტემატური პოლიტიკური პროგრამა. თინეიჯერობის წლებში მასზე დიდი გავლენა იქონია სოციალისტურმა ლიტერატურამ. იგი მის პოლიტიკურ შეხედულებებს „ეთიკურ სოციალიზმს“ უწოდებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Драгоманов Михаил Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 4.0 4.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118876317 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. Yakiv Drahomanov at the Encyclopedia of Ukraine
  6. Спасов, Спас. Ancient Bulgarian legends - Lydia Shishmanova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 11 May 2017.